Your cart

Your cart is empty

დაბრუნების და შეცვლის პოლიტიკა

  1. Laline Georgia/ლალინ გეორგიას პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის  პირობები:

1.1. Laline Georgia/ლალინ გეორგიას პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკის  გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას პროდუქტის მიღებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში  დააბრუნოთ უკან ან შეცვალოთ შეძენილი პროდუქტი.

  1. პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის წინაპირობები:

2.1. პროდუქტის დაბრუნება/შეცვლა წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ:

  • პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ აღწერილობას.
  • პროდუქტს აქვს აშკარა ნაკლი, რაც შეუძლებელს ხდის მის გამოყენებას დანიშნულებისამებრ;
  • პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში.

აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება მომხმარებელს.

2.2. მიწოდებული პროდუქტი არ ექვემდებარება  დაბრუნება/შეცვლას თუ:

  • გასულია პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის დადგენილი 14 (თოთხმეტი) კალენდარულ დღიანი ვადა;
  • პროდუქტის მიღების შემდგომ მომხმარებელმა გამოიყენა, დააზიანა, გაანადგურა ან სხვა ფორმით დაუკარგა პროდუქტს ჩვეულებრივი დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა;
  • მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის მოთხოვნის წაყენების მომენტისათვის პროდუქტს დარჩენილი აქვს ვარგისიანობის ვადის 1/3-ზე ნაკლები ვადა;
  • მომხმარებლის მიერ დარღვეულ იქნა პროდუქტის ჰერმეტული შეფუთვა ან/და პროდუქტის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
  1. პროდუქციის დაბრუნება/შეცვლის პროცედურა და წესები:

3.1. მომხმარებელს უფლება აქვს მიღებული პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის მოთხოვნით მიმართოს Laline Georgia/ლალინ გეორგიას შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@laline.ge შეტყობინების გაგზავნის გზით, სადაც კუმულაციურად უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:

  • შეკვეთის განთავსების თარიღი;
  • შეკვეთის მიღების თარიღი;
  • მომხმარებლის სახელი/გვარი, მისამართი;
  • შეტყობინების გაგზავნის თარიღი.

3.2. იმ შემთხევაში თუ მომხმარებლის მიერ მიღებული პროდუქტი ექვემდებარება დაბრუნებას, მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა Laline Georgia/ლალინ გეორგიას მიერ მომხმარებელს უბრუნდება შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში შემდეგი წესით:

3.2.1. მომხმარებელი აბარებს დასაბრუნებელ პროდუქტს Laline Georgia/ლალინ გეორგიას მიერ განსაზღვრულ მესამე პირს ან აგზავნის პროდუქტს ფოსტის ან სხვე ნებისმიერი საშუალებით დაუყონებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ამ მუხლის 3.1. პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების გაგზავნიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში;

3.2.2. Laline Georgia/ლალინ გეორგიას უფლება აქვს უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ პროდუქტს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს პროდუქტის  გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება.

3.2.3. Laline Georgia/ლალინ გეორგიას მიერ მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნება ხდება იმავე საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით, რომლითაც მომხმარებელმა განახორციელა ტრანზაქცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი თანხმობას აცხადებს სხვა ფორმით ანაზღაურების მიღებაზე.

3.3. იმ შემთხევაში თუ მომხმარებლის მიერ მიღებული პროდუქტი ექვემდებარება შეცვლას, Laline Georgia/ლალინ გეორგიას მიერ მომხმარებლისათვის პროდუქტის შეცვლა ხდება შემდეგი წესით:

3.3.1. მომხმარებელი აბარებს შესაცვლელ პროდუქტს Laline Georgia/ლალინ გეორგიას მიერ განსაზღვრულ მესამე პირს ან აგზავნის პროდუქტს ფოსტის ან სხვე ნებისმიერი საშუალებით დაუყონებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ამ მუხლის 3.1. პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების გაგზავნიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში;

3.3.2. Laline Georgia/ლალინ გეორგია უგზავნის ან სხვა ნებისმიერი ფორმით გადაცემს მომხმარებელს შეცვლილ პროდუქტს მომხმარებლის მიერ შესაცვლელი პროდუქტის დაბრუნებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში.

3.4. მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელი/შესაცვლელი პროდუქტის Laline Georgia/ლალინ გეორგიამდე ტრანსპორტირების პირდაპირ ხარჯს იღებს მომხმარებელი.

3.5. იმ შემთხევაში, თუკი მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად შეცვლილი პროდუქციის მიწოდების ხარჯი აღემატება შესაცვლელი პროდუქციის მიწოდებისათვის გაწეულ ხარჯს, ასეთ შემთხევაში მომხმარებელი ვალდებულია აანაზღაუროს შესაბამისი ფასთასხვაობა.