კონფიდენციალურობის პოლიტიკა
განცხადება კონფიდენციალურობის შესახებ
შპს Laline Georgia/ლალინ გეორგია ("ჩვენ", "ჩვენი", "ჩვენ") იღებს პასუხისმგებლობას დაიცვას თქვენი კონფიდენციალურობა და თქვენი პირადი ინფორმაცია. წინამდებარე კონფიდენციალურობის განცხადების მიზანია გაცნობოთ იმ პერსონალური ინფორმაციის ტიპების შესახებ, რომლებსაც ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვამჟღავნებთ. ის განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვამჟღავნებთ ამ ინფორმაციას, თქვენს არჩევანს ასეთ გამოყენებასთან და გამჟღავნებასთან დაკავშირებით, ასევე თუ როგორ შეგიძლიათ წვდომა ასეთ ინფორმაციასთან და მისი შესწორება.
ჩვენ თქვენს მიერ მოწოდებულ პერსონალურ მონაცემებს ვიყენებთ ჩვენი სერვისისა და ვებ გვერდის გასაუმჯობესებლად. ვებ გვერდის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას კანონითა გათვალისწინებული წესით, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული მიზნებისათვის.
დროდადრო, ჩვენ შეიძლება შევიტანოთ ცვლილებები ამ განცხადებაში კონფიდენციალურობის შესახებ, რის შესახებაც გეცნობებათ თქვენ. კონფიდენციალურობის განცხადება მოქმედებს „ბოლო შესწორების“ თარიღისთვის, რომელიც ჩანს ამ გვერდის ზედა ნაწილში. ჩვენ განვიხილავთ პერსონალურ ინფორმაციას (როგორც ქვემოთ არის განსაზღვრული) იმ კონფიდენციალურობის დებულების შესაბამისად, რომლის მიხედვითაც იგი შეგროვდა, თუ არ გვაქვს თქვენი თანხმობა მის სხვაგვარად გამოყენების თაობაზე. ეს კონფიდენციალურობის განცხადება ვრცელდება ნებისმიერ ინფორმაციაზე, რომელსაც ვაგროვებთ ან ვიღებთ თქვენ შესახებ, ნებისმიერი წყაროდან.
- რა მონაცემებს ვაგროვებთ ჩევნ?
ჩვენი კომპანია აგროვებს თქვენს პირად და კონფიდენციალურ ინფორმაციას. „პირადი ინფორმაცია“ და „კონფიდენციალური ინფორმაცია“ არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება შეიცავდეს (მაგრამ არ შემოიფარგლება) თქვენი სახელის, ელექტრონული ფოსტის მისამართის, საფოსტო მისამართის, ტელეფონის ნომრის, საკრედიტო ბარათის ინფორმაციისა და შესყიდვების ისტორიის, თქვენი IP მისამართის, ვიზიტის დროის, ინტერნეტ ბრაუზერისა და მოწყობილობის ტიპის, სტუმრობის თარიღისა და ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციას.
- როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს?
ჩვენ ვაგროვებთ თქვენს შესახებ არსებულ ინფორმაციას სამართლიანი და კანონიერი საშუალებებით. ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ პირადი ინფორმაცია უშუალოდ თქვენგან და/ან მესამე მხარისგან, რომელ შემთხვევაშიც ჩვენ გვაქვს თქვენი წინასწარი თანხმობა მოვიქცეთ აღნიშნულის შესაბამისად ან როგორც ეს არის მოთხოვნილი ან/და კანონით ნებადართული.
ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ მონაცემებს, როდესაც თქვენ რეგისტრირდებით ჩვენს ვებ გვერდზე ან განათავსებთ შეკვეთას ჩვენი პროდუქტისა და მომსახურების მისაღებად; ნებაყოფლობით ავსებთ მომხმარებლის კვლევას ან გვიგზავნით უკუკავშირს (feedback) ელექტრონული ფოსტის ან სხვა საშუალებების გამოყენებით; სტუმრობთ ჩვენს ვებ გვერდს თქვენი ბრაუზერის „ქუქი“ ფაილების საშუალებით; სხვაგვარად იყენებთ ჩვენს ვებ გვერდს ან/და ჩვენს მიერ შემოთავაზებულ სერვისებს. აღნიშნული ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და ჩვენთან ურთიერთობის დროს შესაძლოა სხვა არაპირდაპირი წყაროებიდანაც მოხდეს პერსონალური მონაცემების მოპოვება.
იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი ვებსაიტი ოპტიმიზირებულია მარტივად გამოყენებისთვის, ჩვენ ან ჩვენი სერვისის პროვაიდერ(ებ)მა შეიძლება გამოვიყენოთ ეგრეთ წოდებული „ქუქი-ჩანაწერები“ თქვენს მიერ ჩვენი ვებ გვერდის გამოყენების შესახებ სტანდარტული ინფორმაციის შესაგროვებლად, მათ შორის თქვენს ენასთან დაკავშირებული პრეფერენციების, ბრაუზერის ტიპის, ვერსიისა და მსგავსი ინფორმაციის შესახებ. ეს „ქუქი-ჩანაწერები“ გამიზნულია ჩვენი ვებ გვერდის თქვენივე გამოცდილების ოპტიმიზაციისთვის და მხოლოდ ანონიმური ინფორმაციის შეგროვებისთვის.
- სად ვინახავთ პირად ინფორმაციას?
ინფორმაციას, რომელსაც ვაგროვებთ, ჩვენ შევინახავთ ჩვენს სათაო ოფისში ისრაელში, ან ჩვენი მესამე მხარის სერვის პროვაიდერების ოფისებში ისრაელში და შეერთებულ შტატებში, შესაბამისად.
ჩვენ ვახდენთ ჩვენთვის ხელმისაწვდომი ყველა გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების იმპლემენტაციას, რათა ჩვენს მიერ ვებ გვერდის მეშვეობით მოპოვებული თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იყოს უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან.
რამდენადაც ნებისმიერი პირადი ინფორმაცია გადაეცემა თქვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ის ექვემდებარება იმ ქვეყნის კანონებს, სადაც ის ინახება და შესაძლებელია ექვემდებარებოდეს გამჟღავნებას სხვა ქვეყნის მთავრობებისთვის, სასამართლოებისთვის ან სამართალდამცავი ან მარეგულირებელი სააგენტოებისთვის, ასეთი ქვეყნის კანონების შესაბამისად.
- როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს ?
ჩვენ განვსაზღვრავთ მიზნებს, რისთვისაც ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას იმ დროს, როდესაც ჩვენ ვიღებთ ასეთ ინფორმაციას თქვენგან და ვიღებთ თქვენს თანხმობას, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ინფორმაციის გამოყენებამდე. ჩვენ ჩვეულებრივ ვიყენებთ თქვენს პირად ინფორმაციას შემდეგი მიზნებისთვის („მიზნები“):
- მომხმარებლის ანგარიშების შექმნა და ადმინისტრირება;
- ტრანზაქციების დამუშავება;
- თქვენი შეკვეთის დამუშავება, თქვენი ანგარიშის მართვა.
- თქვენთვის სპეციალური შემოთავაზებების გამოგზავნა ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების შესახებ.
- ვებ გვერდით ტექნიკური ადმინისტრირება და მისი განვითარება;
- თქვენს მოთხოვნებზე, საჩივრებსა და კითხვებზე რეაგირება და პასუხის დაბრუნება;
- სამართლებრივი საკითხების გამოძიება;
- წინამდებარე პოლიტიკითა და კანონით განსაზღვრული სხვა შემთხვევებისთვის.
- რა არის „ქუქი“ ფაილები (cookies) და როგორ ვიყენებთ მათ?
ქუქი-ფაილები არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც ინახება თქვენს კომპიუტერში, პლანშეტსა თუ მობილურ ტელეფონში. როდესაც შედიხართ ვებ გვერდზე, ქუქი-ფაილები საშუალებას აძლევს ვებ გვერდს, რომ დაგიმახსოვროთ თქვენ და დაიმახსოვროს, თუ როგორ გამოიყენეთ ვებ გვერდი თითოეული შესვლის დროს, რაც უზრუნველყოფს ვებ გვერდის უკეთესად მორგებას თქვენზე. შესაბამისად, როდესაც თქვენ შემოდიხართ ჩვენს ვებ გვერდზე, ჩვენ შესაძლოა ასევე ავტომატური საშუალებებით მოვიპოვოთ ინფორმაცია „ქუქი“ ფაილების ან მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით.
ჩვენი კომპანია იყენებს „ქუქი“ ფაილებს, რათა:
- თვალი ვადევნოთ ვებ გვერდზე ვიზიტორთა ნაკადს და მათი გადაადგილების თავისებურებებს;
- ვაწარმოოთ ვებ გვერდის ეფექტურობის მონიტორინგი და მუდმივად გავაუმჯობესოთ იგი;
- უზრუნველვყოთ ვებ გვერდის მომხმარებლებზე მორგება და გავაძლიეროთ მათი გამოცდილება;
- სხვაგვარად გავაუმჯობესოთ ჩვენს მიერ მოწოდებული სერვისი.
ზოგადად, უამრავი სახის „ქუქი“ ფაილი არსებობს, თუმცა ჩვენ ვიყენებთ შემდეგ ფაილებს:
- ფუნქციონალობის - ფუნქციონალობის ქუქი-ფაილები იწერენ ინფორმაციას თქვენი პრიორიტეტების შესახებ, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ვებ გვერდი მოვარგოთ თქვენს ინტერესებს. ამ ქუქი-ფაილების არსი იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც თქვენ აგრძელებთ გამოყენებას ან უკან ბრუნდებით ვებ გვერდზე, ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ სერვისები თქვენთვის ისეთი სახით, როგორსაც თქვენ მოითხოვთ. მაგალითად, ეს ქუქი-ფაილები საშუალებას გვაძლევს, რომ დავიმახსოვროთ თქვენს მიერ გამოყენებული ენა, ადგილმდებარეობა, რომლიდანაც შემოხვედით, ხშირად ნანახი პროდუქცია და ა.შ.
- სარეკლამო - ჩვენი კომპანია შესაძლებელია იყენებდეს ამგვარ „ქუქი“ ფაილებს ჩვენს ვებ გვერდზე თქვენი ვიზიტების შესახებ, მასალა რაც თქვენ იხილეთ, ლინკები, რომლებსაც მიყევით და ინფორმაცია თქვენი ბრაუზერის, მოწყობილობის და IP მისამართის შესახებ. ზოგჯერ, ჩვენი კომპანია აღნიშნულ ინფორმაციას, სარეკლამო მიზნებისთვის, უზიარებს მესამე მხარეებს.
- ვის ვაწვდით თქვენს პირად ინფორმაციას?
ჩვენ ზოგადად ვახორციელებთ იდენტიფიცირებას თუ ვის და რა მიზნებისთვის ვუმჟღავნებთ თქვენს პირად ინფორმაციას, იმ დროს, როდესაც ჩვენ ვაგროვებთ თქვენგან ასეთ ინფორმაციას და ვიღებთ თქვენს თანხმობას ამგვარ გამჟღავნებაზე.
ჩვენ შეიძლება გადავცეთ თქვენი პირადი ინფორმაცია მესამე მხარის სერვის პროვაიდერებს, რომლებთანაც გვაქვს საკონტრაქტო შეთანხმება, რომელიც მოიცავს კონფიდენციალურობის შესაბამის სტანდარტებს, სადაც ასეთი მესამე მხარე გვეხმარება ამ მიზნებთან დაკავშირებით.
- როგორ უზრუნველვყოთ თქვენი პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა ჩვენს პარტნიორებთან და სხვა მესამე მხარეებთან ურთიერთობისას?
ჩვენი ყველა ფილიალი და სხვა მესამე მხარე, რომლებიც ჩვენი სახელით ვალდებულნი/უფლებამოსილნი არიან განახორციელონ მოცემული მომსახურება და ჩვენგან მიწოდებული აქვთ თქვენი პირადი ინფორმაციით, კონტრაქტით ვალდებულნი არიან დაიცვან ამ კონფიდენციალურობის განცხადების განზრახვა და ჩვენი კონფიდენციალურობის პრაქტიკა.
ჩვენი ვებ გვერდი შესაძლოა შეიცავდეს სხვა ვებ გვერდებზე გადასასვლელ „ლინკებს“. ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა მხოლოდ მოქმედებს ჩვენს ვებ გვერდზე, შესაბამისად თუ „დაკლიკავთ“ სხვა ვებ გვერდის „ლინკზე“, აუცილებლად გაეცანით მათ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
- რამდენ ხანს გამოვიყენებთ, გავამჟღავნებთ ან შევინარჩუნებთ თქვენს პირად ინფორმაციას?
ჩვენ შეიძლება შევინახოთ თქვენი პირადი ინფორმაციის, მიმოწერის ან კომენტარების ჩანაწერი თქვენთვის სპეციფიკურ ფაილში. ჩვენ გამოვიყენებთ, გავამჟღავნებთ ან შევინარჩუნებთ თქვენს პირად ინფორმაციას მანამ, სანამ ეს საჭიროა იმ მიზნების შესასრულებლად, რისთვისაც შეგროვდა ეს პირადი ინფორმაცია და როგორც ეს ნებადართული ან კანონით არის მოთხოვნილი. მას შემდეგ, რაც აღარ იარსებებს ჩვენი კომპანიის მიერ წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული მიზნები, ჩვენ წავშლით/გავანადგურებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
- რა უფლებები გაქვთ პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით?
ჩვენს კომპანიას სურს დარწმუნდეთ, რომ ჩვენ უსაფრთხოების მაქსიმალური წესების დაცვით ვამუშავებთ და ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. ჩვენ ასევე ვიცავთ და პატივს ვცემთ თქვენს უფლებებს პერსონალურ მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით. ვებ გვერდის ნებისმიერს მომხმარებელს აქვს უფლება:
- წვდომის მოთხოვნის უფლება - თქვენ გაქვს უფლება, მოითხოვოთ ჩვენს კომპანიაში დაცული, თქვენი პერსონალური მონაცემების ასლები.
- ცვლილების მოთხოვნის უფლება - თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ ჩვენი კომპანიისგან ნებისმიერი ინფორმაციის შესწორება, რომელიც არასწორი ან არაზუსტი მიგაჩნიათ. ამასთანავე, თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ ჩვენი კომპანიისგან იმ ინფორმაციის შევსება, რომელიც არასრულყოფილად მიგაჩნიათ.
- წაშლის მოთხოვნის უფლება - თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ ჩვენი კომპანიისგან, თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა, გარკვეული პირობების გათვალისწინებით.
- დამუშავების შეზღუდვის მოთხოვნის უფლება - თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ ჩვენი კომპანიისგან თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვა, გარკვეული პირობების გათვალისწინებით.
- მონაცემების გადაცემის მოთხოვნის უფლება - თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ ჩვენი კომპანიის მიერ შეგროვებული მონაცემების სხვა ორგანიზაციისთვის, ან პირდაპირ თქვენთვის გადაცემა, გარკვეული პირობების გათვალისწინებით.
თუ თქვენ მიმართავთ წერილობით მოთხოვნას, გადახედოთ თქვენს შესახებ არსებულ იმ პირად ინფორმაციას, რომელიც ჩვენ შევაგროვეთ, გამოვიყენეთ ან გავამჟღავნეთ, ჩვენ მოგაწვდით ნებისმიერ ასეთ პირად ინფორმაციას კანონით მოთხოვნილ ფარგლებში. ჩვენ შევეცდებით ასეთი პირადი ინფორმაცია თქვენთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ზოგადად გასაგები ფორმით.
- საიდან იცით, რომ თქვენს შესახებ არსებული პერსონალური ინფორმაცია ზუსტია?
ჩვენ შევეცდებით უზრუნველვყოთ, რომ თქვენი პირადი ინფორმაცია იყოს მაქსიმალურად ზუსტი, სრული და განახლებული. ჩვენ არ განვაახლებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, თუ ასეთი პროცესი არ არის საჭირო. ჩვენ ველით, რომ დროდადრო მოგვაწოდებთ თქვენს პირად ინფორმაციასთან დაკავშირებულ განახლებებს წერილობითი ფორმით, საჭიროების შემთხვევაში.
- რა მოხდება, თუ ჩვენთან თქვენს შესახებ არსებული პირადი ინფორმაცია არაზუსტია?
ნებისმიერ დროს, თქვენ შეგიძლიათ ეჭვქვეშ დააყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის სიზუსტე ან სისრულე ჩვენს ჩანაწერებში. თუ თქვენ წარმატებით აჩვენებთ, რომ თქვენი პირადი ინფორმაცია ჩვენს ჩანაწერებში არის არასწორი ან არასრული, ჩვენ შევცვლით თქვენს პირად ინფორმაციას ისე როგორც საჭიროა. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ გადავცემთ შეცვლილ ინფორმაციას მესამე მხარეებს, რომლებსაც აქვთ წვდომა თქვენს პირად ინფორმაციაზე.
- რამდენად სწრაფად ვუპასუხებთ თქვენს წერილობით თხოვნებს?
ჩვენ შევეცდებით ვუპასუხოთ თქვენს თითოეულ წერილობით მოთხოვნას ასეთი მოთხოვნების მიღებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) დღისა.
- წარმოადგენს თუ არა თქვენი პირადი ინფორმაციის ან ჩვენი კონფიდენციალურობის პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა თქვენთვის რაიმე ხარჯის გაწევას?
ჩვენ არ დაგაკისრებთ რაიმე ხარჯს თქვენს პირად ინფორმაციაზე წვდომისთვის ჩვენს ჩანაწერებში, თუ წინასწარ არ მოგაწოდებთ ასეთი სავარაუდო ხარჯების შეფასებას, არსებობის შემთხვევაში.
- როგორ გავიგოთ, რომ ნამდვილად თქვენ ითხოვთ თქვენს პირად ინფორმაციას?
ჩვენ შეგვიძლია მოგთხოვოთ საკმარისი საიდენტიფიკაციო მასალის მოწოდება თქვენივე არსებულ პირად ინფორმაციაზე წვდომის, გამოყენების ან მისი გამჟღავნების უფლების მისაღებად. ნებისმიერი ასეთი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ ამ მიზნით.
- რა უსაფრთხოების ზომები იქნა გამოყენებული თქვენი პირადი ინფორმაციის დასაცავად?
ჩვენ განვახორციელეთ ფიზიკური, ორგანიზაციული, საკონტრაქტო და ტექნოლოგიური უსაფრთხოების ზომები, რათა დავიცვათ თქვენი პირადი ინფორმაცია დაკარგვის ან მოპარვისგან, არაავტორიზებული წვდომისგან, გამჟღავნებისგან, კოპირებისგან, გამოყენებისა თუ მოდიფიკაციისგან. ჩვენ მივიღეთ საჭირო ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მხოლოდ ის თანამშრომლები, რომლებსაც აქვთ წვდომა თქვენს პირად ინფორმაციაზე, წარმოადგენენ იმ ადამიანებს რომელთაც უნდა იცოდნენ ან მათი მოვალეობები გონივრულად მოითხოვს ასეთი ინფორმაციის ცოდნას.
- როგორ დაგვიკავშირდებით თქვენს პირად ინფორმაციაზე წვდომასთან ან ჩვენი კონფიდენციალურობის პრაქტიკასთან დაკავშირებით?
ყველა კომენტარი, შეკითხვა, შეშფოთება ან საჩივარი თქვენს პირად ინფორმაციასთან ან ჩვენს კონფიდენციალურობის პრაქტიკასთან დაკავშირებით უნდა გადაეგზავნოს ჩვენს კონფიდენციალურობის ოფიცერს შემდეგნაირად:
ელექტრონული ფოსტით: info@laline.ge
- როგორ შეეხმიანოთ უფლებამოსილ ორგანოებს?
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არის დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომლის მიზანია, განახორციელოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი. შესაბამისად, თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას დარღვეული იქნა თქვენი უფლებები, მიმართეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს:
ტელ: (+995 32) 242 1000
ელ. ფოსტა: office@pdps.ge
მის: საქართველო, თბილისი, ნ. ვაჩნაძის N°7, 0105