კალათა

კალათა ცარიელია

მიწოდების პოლიტიკა

ჩვენი წესები და პირობები ვრცელდება ყველა იმ შეკვეთასა და მიწოდებაზე, რომელიც განხორციელდება Laline Georgia/ლალინ გეორგიასა და მომხმარებელს შორის საიტზე laline.ge

შეკვეთის მიწოდება

1.1. თუ მყიდველი Laline Georgia/ლალინ გეორგიას მომსახურების საშუალებით ითხოვს შეკვეთის მიწოდებას, შეკვეთა მიწოდებული იქნება იმ მისამართზე, რომელიც მითითებულია მომხმარებლის მიერ Laline.ge-ის ვებგვერდზე.

1.2. მომხმარებელი ვალდებულია შეეძლოს ზარების მიღება იმ ტელეფონის ნომერზე, რომელიც მან მიუთითა Laline Georgia/ლალინ გეორგიას მომსახურებით სარგებლობაში. თუ მყიდველის  მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე ვერ მოხდება დაკავშირება, მიწოდება შეიძლება გაუქმდეს Laline Georgia/ლალინ გეორგიას მიერ და მყიდველს შესაძლოა დაეკისროს შეკვეთის  სრული ღირებულების გადახდა. 

1.3. მყიდველს შეუძლია მიუთითოს, რომ შეკვეთის მიწოდება მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად (მიწოდების სტანდარტული მეთოდი) ან წინასწარ შეუკვეთოს და მიუთითოს მიწოდების კონკრეტული დრო. 

1.4. შეკვეთის მიწოდება ხდება საქართველოს ტერიტორიაზე Laline Georgia/ლალინ გეორგიას მიერ განსაზღვრული შესაბამისი საფოსტო მომსახურების მეშვეობით ან მის გარეშე.

1.5. შეკვეთის საფასურის განსაზღვრა ხდება შესაბამისი საფოსტო მომსახურების მიმწოდებელი პირის მიერ დადგენილი ფასების შესაბამისად.

  1. მიწოდების დრო

2.1. Laline Georgia/ლალინ გეორგიას მიერ შეკვეთის დადასტურებიდან შეკვეთა მომხმარებელთან მიწოდებისათვის შესაბამისი საფოსტო მომსახურების მიმწოდებელს მიეწოდება შეკვეთის დადასტურებიდან 2 სამუშაო დღე თბილისში, 5 სამუშაო დღე რეგიონებში.

2.2. შეძენილი პროდუქციის მომხმარებლამდე მიწოდების დრო, რომელიც ეცნობება მომხმარებელს არის მხოლოდ სავარაუდო დრო. არ არსებობს გარანტია იმისა, რომ შეკვეთა მიწოდებული იქნება განსაზღვრულ დროს. პროდუქციის მიწოდების დროზე გავლენა შეიძლება მოახდინოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა საგზაო საცობები, პიკის საათები, სხვა ფორს-მაჟორული ან ისეთი გარემოებები, რომლებიც გასულია Laline Georgia/ლალინ გეორგიას ნებელობის არედან.