მომსახურების პირობები
წესები და პირობები
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და laline.ge შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ laline.ge ვებ-გვერდის გამოყენებას. laline.ge-ს ვებ-გვერდი ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურებები შემდგომში ერთობლივად წოდებულია, როგორც laline.ge-ს პლატფორმა.
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც laline.ge თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
laline.ge-ს გამოყენების შესახებ წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით leline.ge-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
laline.ge-ს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით laline.ge-ს პროდუქტის დაბრუნების და შეცვლის პოლიტიკას.
laline.ge-ს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით laline.ge-ს მიწოდების პოლიტიკას.
გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს.
ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს laline.ge-ს პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. laline.ge-ის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებელის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე.
1. განცხადებები და გარანტიები
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
1.1. მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
1.2. გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები.
1.3. მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი.
1.4. მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში).
1.5. ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან.
1.6. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული laline.ge-ს ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ laline.ge-სთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული.
1.7. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს.
1.8. მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს laline.ge-ს ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა.
1.9. laline.ge ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია laline.ge-ს მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.
1.10. მომხმარებელსა და laline.ge-ს შორის შეთანხმების მიღწევისას იდება ხელშეკრულება (შემდგომში „ნასყიდობის ხელშეკრულება“), რომლის პირობები დამატებით მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს.
1.11. მომხმარებელი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ:
1.11.1 ვებ-გვერდის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, ძირითად პროგრამულ კოდზე, პროგრამული უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას.
1.11.2 არ გამოიყენებს რაიმე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით მომსახურების გამოყენებასთან მიმართებაში.
2. laline.ge-ს მომსახურებით სარგებლობისთვის:
2.1. მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი სახელით (პერსონალური ინფორმაციის გამოყენებით) განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და პერონალური ინფორმაციის გამოყენებით სარგებლობს laline.ge-ს მომსახურებით, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. Laline.ge სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გამოყენების შედეგად დამდგარ შედეგზე, თუკი ამ ინფორმაციის უკანონო გამჟღავნება არ მომხდარა laline.ge-ს მიერ.
2.2. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას მისი პერონალური მონაცემები და არ დაუშვას მათი უნებართვო გამოყენება მესამე პირების მიერ laline.ge-ს მომსახურების მიღების მიზნით.
2.3. მომხმარებელი ვალდებულია, შეკვეთის განხორციელებისას უზრუნველყოს მისი პირადი ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. laline.ge არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. laline.ge უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა;
3.იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები
3.1. მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო ერთჯერად წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3.2. მომხმარებლის პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო ნომერი.
3.3. მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი - ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3.4. მომსახურების გაუმჯობესებისა ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის laline.ge-მ შესაძლებელია განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორები.
4. მომხმარებელის მიერ სასურველი პროდუქტის შერჩევა, შეკვეთის განთავსება, ყიდვა, მიღება და ტრანზაქციის გაუქმების პირობები
4.1. მომხმარებლის მიერ შეკვეთის განხორციელებისათვის მომხმარებელი უნდა იყოს სრულწლოვანების ასაკს მიღწეული პირი იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც იმყოფება მომხმარებელი.
4.2. მომხმარებელი ვებ-გვერდის საშუალებით გადადის მთავარ გვერდზე, საიდანაც მას შეუძლია სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა განთავსებული ნავიგაციის ღილაკების მეშვეობით.
4.3. ნავიგაციის ღილაკების საშუალებით მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველი პროდუქციის კატეგორიას, რის შემდეგაც მას საშუალება ეძლევა მოახდინოს მონაცემთა ფილტრაცია სასურველი საფასო კატეგორიის, პროდუქტის მახასიათებლების ან/და სხვა შეთავაზებული მონაცემის მიხედვით.
4.4. მომხმარებელი „დასტურის“ ღილაკის მონიშვნით ირჩევს და ათავსებს მისთვის სასურველ პროდუქტს საკუთარ კალათაში.
4.5. პროდუქტის კალათაში განთავსების შემდეგ შეკვეთის დასრულების მიზნით მომხმარებელი ვალდებულია შესაბამის ველში მიუთითოს მისი სახელი და გვარი, პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხევაში პასპორტის ნომერი), პროდუქციის მიწოდების მისამართი, ელ-ფოსტის მისამართი, პროდუქციის ღირებულების გადახდისათვის განკუთვნილი საბანკო ბარათის რეკვიზიტები. აღნიშნული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.
4.6. შეკვეთის მიღებამდე laline.ge უფლებამოსილია მოითხოვოს თქვენგან დამატებითი ინფორმაციის მიღება.
4.7. შეკვეთის დადასტურებამდე laline.ge ამოწმებს მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე შეკვეთის ღირებულებისათვის საკმარისი თანხის ოდენობას.
4.8. შეკვეთის დადასტურების შემდგომ შეკვეთის ინდივიდუალური მახასიათებლები და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მომხმარებელს ეგზავნება მის მიერ მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე.
4.9. მომხმარებელი laline.ge პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.
4.10. laline.ge-ზე მითითებული საქონლის/მომსახურების ფასი წარმოადგენს შეკვეთის განთავსების დროს მოქმედ ღირებულებასა და ფასს.
4.11. მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს შეძენილი პროდუქტის დაბრუნების უფლებით, თანდართული დაბრუნებისა და შეცვლის პოლიტიკის შესაბამისად.
4.12. მომხმარებლის მიერ laline.ge პლატფორმის საშუალებით არჩეული პროდუქტი შეძენილად ითვლება და მომხმარებელს პროდუქტზე საკუთრების უფლება გადაეცემა მას შემდეგ, რაც ეს პროდუქტი კომპანიის მიერ მომხმარებელს ან მომხმარებლის მიერ განსაზღვრულ პირს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მიტანის ადგილას ჩაბარდება.
4.13. კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად, თავისი შეხედულებისამებრ მოახდინოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის გაუქმება.
4.14. თუ კომპანია გააუქმებს მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ტრანზაქციას, კომპანია ვალდებულია მომხმარებელს, იმავე ანგარიშზე და იმავე ოდენობით დაუბრუნოს თანხა, რაც მომხმარებელმა გადაიხადა კომპანიის მიერ ტრანზაქციის გაუქმებამდე.
4.15. Laline.ge იტოვებს უფლებას თავისი შეხედულებისამებრ შეზღუდოს ერთ ადამიანზე შეძენილი საქონლის/მომსახურების რაოდენობა. ეს შეზღუდვები შეიძლება გავრცელდეს იმავე ანგარიშით, იგივე საკრედიტო ბარათით განთავსებულ შეკვეთებზე და ასევე შეკვეთებზე, რომლებიც იყენებენ იმავე ელ. ფოსტის, IP და/ან მიწოდების მისამართს. მომხმარებელს ეცნობება ასეთი შეზღუდვების გამოყენების შემთხვევაში.
4.16. საიტზე ნაჩვენები ფასები მითითებულია ქართულ ლარში. მითითებულ ფასებში არ შედის ტრანსპორტირების ღირებულება ან სხვა გადასახადები. ყველა ასეთი თანხა დაემატება მთლიან ფასს.
5. laline.ge-სა და მომხმარებელს შორის ანგარიშსწორება
5.1. მომხმარებელს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს საკრედიტო ბარათით, რაც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობას.
5.2. საკრედიტო ბარათით გადახდისას გადარიცხვის მიმღები არის Laline Georgia/ლალინ გეორგია.
5.3. საკრედიტო ბარათით გადახდის განხორციელებისას laline.ge-ს მიერ გაწეული მომსახურების საფასური ემატება პროდუქტის ღირებულებას.
5.4. მომხმარებელი laline.ge-სთან ანგარიშსწორებას ახდენს გადახდის შემდეგი მეთოდით: VISA ან MASTERCARD ბარათით საიტზე https.laline.ge
6. სარგებლობის შეზღუდვა
6.1. laline.ge იტოვებს ექსკლუზიურ უფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მომხმარებლის მიერ საიტის გამოყენება და უარი თქვას მომსახურებაზე, ნებისმიერ დროს, თუ მომხმარებელი დაარღვევს Laline.ge-ის პოლიტიკას და/ან ნებისმიერ კანონს. ამ შემთხვევაში, Laline.ge არ იქნება პასუხისმგებელი რაიმე დანაკარგზე და/ან ხარჯზე და/ან ზარალზე.
7. laline.ge-ის პასუხისმგებლობის შეზღუდვა
7.1 თქვენ თანხმდებით, რომ თავისუფალი ხართ არჩევანში ისარგებლოთ თუ არა laline.ge-ს ვებ-გვერდითა და მომსახურებით და ამას აკეთებთ თქვენი შეხედულებით, დისკრეციითა და რისკით.
7.2 Laline Georgia/ლალინ გეორგია უზრუნველყოფს თქვენს წვდომას ვებ-გვერდზე და მომსახურების გაწევას წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად.
7.3 Laline Georgia/ლალინ გეორგია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, ნებისმიერი დანაკარგისა და ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს ან ნებისმიერ მესამე პირის მიერ მომსახურების გამოყენებასთან, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ზიანი ბიზნესის დაკარგვისთვის, მოგების დაკარგვისთვის (მათ შორის მოსალოდნელი მოგების დაკარგვის ან მიუღებლობისთვის) ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტისთვის, ან სხვა ფულადი ან არსებითი/ნივთობრივი დანაკარგისთვის.
7.4 Laline Georgia/ლალინ გეორგია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე, სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, დანაკარგისა და ზიანისთვის რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს მიერ საიტზე არსებული ნებისმიერი ბმულის გამოყენებასთან. Laline Georgia არ არის პასუხისმგებელი ინტერნეტ ვებგვერდის ბმულის შინაარსზე, რომელზეც გადამისამართდებით ვებ-გვერდიდან ან მისი მომსახურებიდან.
7.5 თქვენ ადასტურებთ, რომ Laline Georgia/ლალინ გეორგია არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს ან მესამე პირის წინაშე რაიმე ცვლილების, ვებ-გვერდზე წვდომის შეზღუდვის ან შეწყვეტის შემთხვევაში.
7.6 თქვენ ეთანხმებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ laline.ge არ იმუშავებს გამართულად, ოპერაციის, ტრანზაქციის ან ტრანსმისიის შეფერხების ან შეწყვეტის, მონაცემების ან კონტაქტის ან ხაზების დაკარგვის ან დაზიანების, მესამე პირთა მიერ საიტის ან მისი შემადგენლობის მესამე პირთა მიერ უკანონო გამოყენების, ან ნებისმიერ ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული გარემოების შემთხვევაში:
7.6.1 Laline Georgia/ლალინ გეორგია არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი დანაკარგისთვის, რომელიც გამოიწვია ზემოაღნიშნულმა, და ასეთი დანაკარგი არ ანაზღაურდება.
7.7. Laline Georgia/ლალინ გეორგია პასუხისმგებელია:
7.7.1. მომხმარებლის წინაშე პირად ანგარიშზე ოპერაციების წარმოების სისწორესა და დროულობაზე წინამდებარე პირობებით განსაზღვრული წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7.7.2. პირად ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
7.8. Laline Georgia/ლალინ გეორგია არ აგებს პასუხს:
7.8.1. მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის ნებისმიერი მიზეზით გაუქმებისას დამდგარი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის.
7.9. წინამდებარე პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა იწვევს წინამდებარე პირობებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ პირობების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) კანონმდებლობით ან/და პირობებით დადგენილი წესით.
8. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
8.1. წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8.2. მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია საქართველო;
8.3. ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით.
8.4. თუ მხარეები 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, ისინი უპირობოდ თანახმა არიან სურვილის შემთხვევაში მიმართონ მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ დავის გადაწყვეტის სხვა საშუალებებს.
9.ერთიანი ხელშეკრულება
9.1. წინამდებარე წესები და პირობები, მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.
10.კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
10.1. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენს ვებ-გვერდზე - laline.ge-ზე შესვლით და ვებ-გვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის და ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის ყველა პირობას.
11.ნივთის შეძენა და მიღების წესი
11.1. მომხმარებელი laline.ge-ს პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.
11.2. შეძენილი პროდუქტის მიმღები/ჩამბარებელი შეიძლება იყოს:
• თავად შემძენი (მომხმარებელი) პირადად.
• მომხმარებელის მიერ მითითებული ნებისმიერი სხვა პირი.
11.3. თუ მომხმარებელი არ იბარებს შეძენილ პროდუქტს პირადად და სურს, რომ მის ნაცვლად ჩაიბაროს სხვა პირმა, ასეთ შემთხვევაში, მან Laline Georgia/ლალინ გეორგიას უნდა მიაწოდოს ჩამბარებლის პირადი მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, რათა Laline Georgia/ლალინ გეორგიამ მოახდინოს ჩამბარებლის სწორად იდენტიფიცირება და პროდუქტის ჩაბარება.
11.4 laline.ge უფლებას იტოვოს ნებისმიერ დროს გააუქმოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული შეკვეთა.
12. დაბრუნების პოლიტიკა
12.1. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ Laline Georgia/ლალინ გეორგიას დაბრუნებისა და შეცვლის პოლიტიკას. ჩვენს ვებ-გვერდზე - laline.ge-ზე შესვლით და ვებ-გვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით დაბრუნების პოლიტიკას და ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის ყველა პირობას.
13. გარდამავალი დებულებები
13.1. წინამდებარე პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე.
13.2. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე.
13.3. laline.ge უფლება აქვს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ პირობების ტექსტში და აღნიშნულის შესახებ აცნობოს მომხმარებელს laline.ge-ს საინფორმაციო საშუალებების, მათ შორის ვებ-გვერდის, laline.ge-ს ხელმისაწვდომი ნებისმიერი სხვა არხის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
13.4. მომხმარებელი, laline.ge-სთან წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს.
13.5. მხარეთა შეთანხმებით წინამდებარე პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია Laline Georgia-ს იურიდიული მისამართი.
13.6. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით.