კალათა

კალათა ცარიელია

ხშირად დასმული კითხვები

ყველაფერი, რაც გაინტერესებთ Laline-ის პროდუქტებსა და სერვისებზე

  • Laline გთავაზობთ მრავალფეროვან პროდუქტებს ერთ სივრცეში, რომლებიც მოიცავს: სხეულის მოვლას, აბაზანისა და შხაპის საშუალებებს, სკრაბებსა და პარფიუმერიას, სახის მოვლას, სახლის არომატებსა და სანებივრო აქსესუარებს.
    ყოველი პროდუქტი შექმნილია იმისთვის, რომ ყოველდღიური თავის მოვლა სრულყოფილ რიტუალად იქცეს - აბაზანიდან პარფიუმერიამდე.
    ყველაფერი იქმნება სიყვარულითა და შემოქმედებითი ენერგიით, რათა თავის მოვლა იქცეს სილამაზის, სიამოვნებისა და ესთეტიკის ნამდვილ დღესასწაულად.

  • Laline-ის პროდუქტები უსაფრთხოა ყოველდღიური გამოყენებისთვის.
    ისინი მზადდება თანამედროვე ისრაელის ტექნოლოგიით და შეიცავს მკვდარი ზღვის მდიდარ მინერალებს, მცენარეულ ექსტრაქტებსა და ზეთებს, რომლებიც კანს მკვებავს, ატენიანებს და იცავს.
    პროდუქცია არ შეიცავს პარაბენებს, SLS-ს და არ იტესტება ცხოველებზე.

  • ლალინის კონცეფცია მომხმარებლის გამოცდილებაზეა დამყარებული - სწორედ ამიტომ ჩვენს ბუტიკებში შესაძლებელია პროდუქციის ადგილზე ტესტირება.
    თქვენ შეგიძლიათ პირადად გამოსცადოთ თითოეული პროდუქტი, შეიგრძნოთ მისი ტექსტურა, სურნელი და კანის რეაქცია. პროცესში დაგეხმარებიან ჩვენი სილამაზის მრჩეველები, რომლებიც ყურადღებით გაეცნობიან თქვენს კანის ტიპსა და საჭიროებებს.
    ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველი არჩევანი იყოს სრულყოფილი, კომფორტული და უსაფრთხო, ხოლო თვითზრუნვის პროცესი გარდაიქმნას ყოველდღიური სიამოვნებისა და სილამაზის ნამდვილ რიტუალად.

  • ახალი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია პრომოკოდი WELCOME25: დარეგისტრირდით საიტზე და მიიღეთ ერთჯერადი 25% ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე.
    გარდა ამისა, ესტუმრეთ ჩვენს ბუტიკებს, დაასკანირეთ QR კოდი, გახდით ლოიალური კლუბის წევრი და მიიღეთ მომენტალური 30%-მდე ფასდაკლება.

  • საქართველოს მასშტაბით მიწოდების ღირებულება - 5 ლარი
    უფასო მიწოდება შეკვეთებზე 50 ლარიდან
    მიწოდების ვადა: 1–3 სამუშაო დღე
    დამატებითი დეტალებისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენი მხარდაჭერის გუნდს სოციალური ქსელების დახმარებით