კალათა

კალათა ცარიელია

როგორ მოვაწყოთ სრულყოფილი სპა ატმოსფერო შინ

როგორ მოვაწყოთ სრულყოფილი სპა ატმოსფერო შინ

სურნელოვანი სანთელი მომხიბვლელი გარემოსთვის

პირველი ნაბიჯი სპა ატმოსფეროს შესაქმნელად შესაფერისი განათებაა. ლალინის Violet Amber ან Vanilla Pink Pepper კოლექციების სურნელოვანი სანთლის მკრთალი ნათება და მიმზიდველი სურნელი გამშვიდებთ და მატებს თქვენს სივრცეს მყუდროებას. ზამთრის ესთეტიკას იდეალურად ეხამება აგრეთევ Shea&Kukui-ს სურნელოვანი სანთელი.

აბაზანის აქსესუარები განსატვირთად

გაამრავალფეროვნე შხაპის მიღება, ინებივრე თბილ აბაზანაში ლალინის აბაზანის ბომბებთან ერთად, რომელიც გამდიდრებულია მკვდარი ზღვის მინერალებით, მისი თერაპიული თვისებები კი დამამშვიდებლად მოქმედებს ორგანიზმზე, სხეულსა და გონებაზე.

პილინგის კრემი გაახალგაზრდავებისთვის

ლალინის ნაზი ამქერცლავი სკრაბები დაგეხმარებათ სტრესის მოხსნასა და განტვირთვაში. Frozen Pear, Peony Gardenia ან Ocean კოლექციის სურნელოვანი სკრაბები აახალგაზრდავებს და უნარჩუნებს თქვენს კანის სიცოცხლისუნარიანობას ზამთრის ცივ დღეებში. Vanilla Pink Pepper-ის სკრაბი კი გამოირჩევა ბუნებრივი ამქერცლავებით, რომელიც ანიჭებს კანს გლუვ იერსახეს და აახლებს მის სტრუქტურას.

ტანის კრემი და ტანის ლოსიონები კანის ღრმა დატენიანებისთვის

აბაზანის მიღების შემდგომ ნაზად შეიზილეთ სხეულზე ლალინის ტანის კრემი ან ლოსიონი, რომელიც მყისიერად შეიწოვება კანში და ხანგრძლივად ატენიანებს მას. კოლექციები, როგორიცაა არომატული Cherry Blossom ან ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებული ვეგანური კოლექცია Olive & Babassu-ს მსუბუქი ტექსტურები კვებავს და იცავს თქვენს კანს გამოშრობისგან.

განტვირთვა და დასვენება

სპა საღამოს დასასრულს, ისიამოვნეთ მიღებული გამოცდილებით, მოკალათდით სავარძელში და მიირთვით ერთი ფინჯანი თბილი ჩაი. წაიკითხეთ წიგნი და განიტვირთეთ თქვენს მშვიდ და მყუდრო გარემოში. 

წინა პოსტი
შემდეგი პოსტი