Your cart

Your cart is empty

შექმენით სპა-ატმოსფერო თქვენს სახლში

შექმენით სპა-ატმოსფერო თქვენს სახლში

ზამთრის სიცივის მოახლოებასთან ერთად, ადამიანები მუდმივად ფიქრობენ როგორ მოიწყონ განტვირთვისთვის შესაფერისი გარემო. ლალინის თავის მოვლის საშუალებებითა და Home & Lifestyle მრავალფეროვანი კოლექციით, თქვენს სახლს კომფორტულ სპა ატმოსფეროდ გადააქცევთ. შეავსე შენი სივრცე ლალინის სანებივრო აქსესუარებით და მოიწყვეთ განტვირთვა ნებისმიერ დროს.

შესაფერისი სურნელოვანი სანთლები და მათი მნიშვნელობა

სპა ატმოსფეროს შექმნა სურნელოვანი სანთლის დანთებით იწყება, რომელსაც გვთავაზობს ლალინის კლასიკური კოლექციების მრავალფეროვანი არომატები, როგორებიცაა: Violet Amber, Shea&Kukui ან Vanilla Pink Pepper. შედეგად, თქვენი სივრცე შეივსება მდიდრული, დამამშვიდებელი და მიმზიდველი სურნელებით. სანთლის შუქი კი, თავისთავად, იზრუნებს მყუდრო ატმოსფეროს შექმნაზე. მსგავსი რიტუალი განსაკუთრებით სასიამოვნოა ცივ ზამთარში.

აბაზანის ბომბები მრავალფეროვანი გამოცდილებისთვის

შექმენით პოზიტიური განწყობა სააბაზანოში ლალინის სურნელოვანი აბაზანის ბომბების დახმარებით. მკვდარი ზღვის მინერალებით მდიდარი, ფუმფულა ბომბები ზრუნავს არა მხოლოდ თქვენს ხასიათზე, არამედ ანიჭებს თქვენს კანს სირბილეს და უნარჩუნებს ახალგაზრდულ იერს. 

ტანის სკრაბები - კანის სინაზისთვის

Laline-ის ტანის სკრაბების ბუნებრივი ფორმულა მკვდარი ზღვის კრისტალებით, ფაქიზად აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს. კოლექციებს, როგორიცაა Frozen Pear ან Peony Gardenia, ახასიათებს დახვეწილი არომატი, იდეალურად წმენდს და არბილებს კანს. ნატურალური ინგრედიენტებით შექმნილი პროდუქტი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და ზრუნავს კანის ჯანსაღი იერის შენარჩუნებაზე.

დამატენიანებელი და მკვებავი ტანის ზეთები და ტანის ლოსიონები

გაანებივრეთ თქვენი კანი ლალინის დამატენიანებელი ტანის ზეთებით და ლოსიონებით აბაზანის მიღების შემდგომ. Vanilla Pink Pepper-ის ლოსიონი პიკანტური არომატით, უნარჩუნებს თქვენს კანს ტენიანობას, ანიჭებს აბრეშუმისებრ იერს და ღრმად კვებავს. სპა რუტინა სრულდება სწორედ ზეთისა და ლოსიონის გამოყენებით, რომელიც იდეალურად უზრუნველყოფს თქვენი კანის მოვლის სრულყოფილ რუტინას.

მცენარეული ჩაი ორგანიზმის ბალანსისთვის

რუტინის დასასრულს, იდეალური იქნება თუ თქვენს საღამოს ფინჯანი ჩაით ხელში გაატარებთ. უმჯობესია, არჩევანი გააკეთოთ მცენარეულ ჩაიზე, რაც ხელს შეუწყობს თქვენი ორგანიზმის ბალანსს, გონების სიმშვიდესა და განტვირთვას.

Previous post
Next post