მკვდარი ზღვის მინერალების შერწყმა არომათერაპიასთან - ტანის მოვლის პროდუქტები
რელაქსაცია არის ხელოვნება, რიტუალი, რომელიც იწვევს სიმშვიდისა და კეთილდღეობის განცდას. სარელაქსაციოდ, ერთ-ერთი ყველაზე სწორი არჩევანი მკვდარი ზღვის მინერალების სამკურნალო თვისებების დამამშვიდებელ ეთერზეთებსა და არომატებთან შერწყმაა. ლალინის პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი გვთავაზობს ამ ბუნებრივი ელემენტების ჰარმონიულ ნაზავს, რაც უზრუნველყოფს აბაზანის მიღებისა და კანის მოვლის საუკეთესო გამოცდილებას, რომელიც კვებავს სხეულს და ამშვიდებს გონებას.
შხაპის გელი მკვდარი ზღვის მინერალებით: ბუნების აღმოჩენა კანის სიჯანსაღისთვის
მკვდარი ზღვის მინერალებით მდიდარი წყალი წარმოადგენს ბუნების საოცრებას, რომელიც ცნობილია თავისი სამკურნალო და გამაახალგაზრდავებელი თვისებებით. მაგნიუმი, კალციუმი, ნატრიუმი და კალიუმი, ამ წყლებში არსებული სასარგებლო მინერალების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელთაგან თითოეული ხელს უწყობს კანის სიჯანსაღესა და ბზინვარებას. კანში შეწოვისთანავე, ეს მინერალები ეხმარება დეტოქსიკაციას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ატენიანებს ხანგრძლივად.
ლალინის ტანის კრემი აერთიანებს მკვდარი ზღვის მინერალებს არგანისა და ზეითუნის ზეთებთან, რაც უზრუნველყოფს კანის ღრმა დატენიანებას და კვებას. გვირილისა და ალოე ვერას ექსტრაქტები კი ამშვიდებს კანს, რაც მას იდეალურს ხდის აბაზანის შემდგომ გამოყენებისთვის.
არომათერაპია, როგორც განტვირთვის საუკეთესო საშუალება - სახლის სუნამო და სურნელოვანი სანთელი
არომათერაპია არის პრაქტიკა, რომელიც სურნელოვან ეთერზეთებს იყენებს თერაპიული მიზნობრიობით. არომატები, როგორიცაა ლავანდა, გვირილა, სანდლის ხე, ცნობილია თავისი დამამშვიდებელი თვისებებით, რაც ხელს უწყობს სტრესის შემცირებასა და რელაქსაციას.
ტანის რძე შიასა და კუკუის კლოლექციიდან გამდიდრებულია ჟოჟობას, კალენდულასა და ბორჟის ზეთებით, ასევე ალოე ვერათი და E ვიტამინით. მკვდარი ზღვის მინერალები კი ჰარმონიულად ერწყმის ამ შემადგენლობას, სტრუქტურას და პროდუქტი იდეალურად უზრუნველყოფს კანის დატენიანებას, ხოლო სხეულისთვის იდეალური სურნელის მინიჭებას.
აბაზანის მიღების გამრავალფეროვნება - თხევადი მარილი და ტანის ზეთი
აბაზანის მიღება არ არის მხოლოდ სისუფთავისთვის აუცილებელი პროცედურა. ეს დასვენების ერთგვარი რიტუალია, რომელსაც მკვდარი ზღვის მინერალების მეშვეობით ნამდვილ სპა გამოცდილებად გარდაქმნით. ლალინის აბაზანის ბომბები გაჯერებულია მკვდარი ზღვის მინერალებითა და ავოკადოს ზეთით, რომელიც ატენიანებს და არბილებს კანს, გამოყოფს სასიამოვნო სურნელს და თქვენს აბაზანას მდიდრულ დასასვენებელ სივრცედ აქცევს. ისიამოვნეთ რეგულარული აბაზანის მიღებით და გაიფერადეთ დღე სურნელოვანი ბომბებით, რომელიც ქმნის შთამბეჭდავ არომატულ გამოცდილებას.
კანის მოვლა სურნელოვანი ელფერით
არომათერაპიას პოზიტიური გავლენა აქვს არა მხოლოდ კანის მოვლის რუტინაზე, არამედ ამაღლებს სულიერ განწყობას. სწორ სურნელს აქვს უნარი შეგიქმნას გუნება-განწყობა დილით ან დაამშვიდოს გონება ძილის წინ.
მკვდარი ზღვის მინერალებით დამზადებული ტანის მისტი არის კანის აღმდგენი საშუალება, რომელიც მას უნარჩუნებს ტენიანობას მკვდარი ზღვის მინერალების, არგანის ზეთის, ჟოჟობას ზეთი, გვირილასა და ალოე ვერას წვენის ექსტრაქტის უნიკალური ნაზავით. ამ დამამშვიდებელი არომატების კომბინაცია შხაპის შემდგომ თქვენს კანს მიანიჭებს სირბილეს, ელასტიურობას და შემოსავს სხეულს მიმზიდველი სურნელით.
ლალინის სახის ნიღაბი კვებავს და აღადგენს თქვენს სახის კანს, ანიჭებს ბზინვარებას. 24 კარატიანი ოქროს ნაზავი მკვდარი ზღვის მინერალებთან და არგანის ზეთთან, ფუტკრის ცვილთან და E ვიტამინთან ერთად, გთავაზობთ გამაახალგაზრდავებელ კომპლექსს, ხოლო დახვეწილი სურნელი ანიჭებს დამამშვიდებელ ეფექტს.