ვალენტინობის დღესასწაული განსაკუთრებით გამოირჩევა სიყვარულისა და მადლიერების გამოხატვით. ქალებს, რომლებიც იდეალურ საჩუქარს ეძებენ თავიანთი პარტნიორებისთვის, ლალინი გთავაზობთ სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილ კოლექციას - Mr. Laline-ის თავის მოვლის უნიკალურ საშუალებებს.
დილის გამხნევება: Mr. Laline-ს თმისა და ტანის გელი
დაიწყეთ დღე Mr. Laline-ს თმისა და ტანის გელის ენერგიული ნოტებით. გამოიყენება როგორც თმის, აგრეთვე სხეულის დასაბანად. „ორი ერთში“ პროდუქტი შესანიშნავია გამაგრილებელი შხაპის მიღებისთვის. მამაკაცური სურნელითა და ეფექტური გამწმენდი თვისებებით, გელი მოგანიჭებთ ხალისს და მზადყოფნას მთელი დღისთვის.
Mr. Laline-ს სახის საპონი კანის სისუფთავისთვის.
როგორც სხეულს, აგრეთვე სახეს ესაჭიროება ინტენსიური წმენდა და ყოველდღიური მტვერისგან გათავისუფლება. ამისთვის იდეალური საშუალებაა Mr. Laline-ს სახის საპონი, რომელიც მყისიერად აშორებს ჭუჭყს, მენთოლითა და E ვიტამინით მდიდარი ფორმულა ღრმად ასუფთავებს და გამოყენებისთანავე ანიჭებს თქვენს სახის კანს ელასტიურობას.
Mr. Laline-ს პარსვის შემდგომი ბალზამი - გაუმჯობესებული ფორმულა.
Mr. Laline-ის პარსვის შემდგომი ბალზამი ამაღლებს თქვენი სახის გაპარსვის ყოველდღიურ რუტინას. არბილებს და ზრუნავს გაღიზიანებული კანის დამშვიდებაზე. ბერგამოტის, ფორთოხლის და კედარის ხის არომატით გამდიდრებული ფაქიზი ტექსტურა, რომელიც ატენიანებს თქვენს კანს და ანიჭებს მდგრად, მიმზიდველ სურნელს.
Mr. Laline-ს სახის კრემი - პარსვის შემდგომი დატენიანება
Mr. Laline-ს სახის კრემი არის პარსვის შემდგომი დამატენიანებელი საშუალება, რომელიც ამშვიდებს, იცავს და კვებავს კანს. მისი მსუბუქი ფორმულა განიჭებთ კომფორტის შეგრძნებას. ის თქვენი დილის რუტინის აუცილებელ ნაწილად იქცევა, იდეალურია აგრეთვე საღამოს შხაპის შემდგომ გამოსაყენებლად.
Mr. Laline-ს დეოდორანტი სტიკი - სისუფთავის განცდა მთელი დღის მანძილზე.
Mr. Laline-ს დეოდორანტი სტიკი თქვენი სხეულის მოვლისთვის აუცილებელი საშუალებაა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მოგანიჭებთ სიახლისა და სისუფთავის შეგრძნებას. მისი გამოყენება შეგიძლიათ როგორც დილით, აგრეთვე, განსაკუთრებული შემთხვევების წინ. ის გთავაზობთ ეფექტურ დაცვას, განიჭებთ დახვეწილ მამაკაცურ სურნელსა და თავდაჯერებულობას.
Mr. Laline-ს კოლექციის თითოეული პროდუქტი არის გააზრებული, ნაფიქრი და ძალიან პრაქტიკული საჩუქარი თქვენი პარტნიორი მამაკაცისთვის, რომელიც თავის მოვლის რუტინას ერთიორად გაამრავალფეროვნებს. თქვენ კი - შესანიშნავ არჩევანს გააკეთებთ ვალენტინობის დღეს მის მიმართ თქვენი სიყვარულის გამოსახატავად.