კალათა

კალათა ცარიელია

რა არის კოლაგენი - თავის მოვლის პროდუქტები და გამოყენების წესები

რა არის კოლაგენი - თავის მოვლის პროდუქტები და გამოყენების წესები

სხეულის მოვლის რუტინა საკუთარ ბაღში ყვავილების მოვლას ჰგავს; ეს არის მზრუნველობითი აქტივობა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც სხეულის კანისთვის, ასევე სულისთვის. მოდით, გავიგოთ, რა უნიკალურ საშუალებებს გვთავაზობს ლალინი სხეულზე ზრუნვისთვის და როგორ აქცევს კოლაგენი ჩვეულებრივ რუტინას სასიამოვნო რიტუალად.

ტანის კრემი კოლაგენი + C ვიტამინი - კანის კვება

ლალინის კოლაგენისა და C ვიტამინის ტანის კრემი კანის გაახალგაზრდავების ელექსირია. თქვენი კანი ყველაზე კარგად ასახავს თქვენი ცხოვრების წესს. ეს კრემი უზრუნველყოფს თქვენი კანის დატენიანებას და კვებავს მას ყველა საჭირო ინგრედიენტით. შედეგი კი მაშინვე თვალსაჩინოა. კრემი გამდიდრებულია მცენარეული კოლაგენით და C ვიტამინის გამაღიავებელი თვისებებით. იდეალურია მისი გამოყენება თბილი შხაპის შემდეგ, რადგან ამ დროს თქვენი ფორები ღია და მგრძნობიარეა. კოლაგენისა და C ვიტამინის შემცველობა შესანიშნავად ასუფთავებს და ანიჭებს თქვენს კანს ელასტიკურობას, ატენიანებს და მატებს მას ბზინვარებას. რეკომენდებულია კრემის გამოყენება მათთვის, ვისაც მშრალი კანი აქვთ და განსაკუთრებით სასარგებლოა მზის ზემოქმედების შემდეგ, რადგან ის აღადგენს კანს და ანიჭებს ახალგაზრდულ იერს.

ტანის სკრაბი კოლაგენი + C ვიტამინი - ამქერცლავი საშუალება

ბზინვარე კანის საიდუმლო მისი მუდმივი წმენდა და მკვდარი უჯრედებისგან გათავისუფლებაა. ლალინის კოლაგენითა და C ვიტამინით მდიდარი სკრაბი ნაზად ქერცლავს კანს ზედმეტი უჯრედებისგან, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და მისი გამოყენების შემდეგ, საშუალებას აძლევს უკეთ აითვისოს დამატენიანებელი კრემების საკვები ნივთიერებები. სკრაბის თქვენს ყოველკვირეულ რუტინაში ჩართვით, თქვენი კანის სტრუქტურა უფრო გლუვი და თანაბარი გახდება. თანაც, გაზაფხული ის დროა, როცა რუჯისთვის ამზადებთ კანს . სკრაბის გამოყენება კი თქვენს კანს ერთგვაროვანს ხდის და ის მზად არის მზის სხივების ზემოქმედებისთვის.

სახის შრატი კოლაგენი + ვიტამინი C - განახლების ფორმულა

სხეულის მოვლის რუტინა სახის კანზე ზრუნვასაც გულისხმობს. გაანებივრეთ თქვენი კანი ლალინის სახის შრატით, რომელიც კოლაგენისა და ვიტამინი C-ს დახმარებით თქვენს კანს დატენიანებისთვის ამზადებს. ფორმულა გამდიდრებულია მცენარეული კოლაგენითა და ანტიოქსიდანტური ეფექტის მქონე C ვიტამინით, რაც ამცირებს წვრილ ხაზებსა და ნაოჭებს. ბოტანიკური ზეთების შემადგენლობა ჟოჟობას, კალენდულას და ვარდის ნაზავი, ალოე ვერას ფოთლების წვენთან და მწვანე ჩაის ექსტრაქტთან ერთად, კანს გლუვ იერს და ბზინვარებას ანიჭებს. იდეალურია სახის გაწმენდის შემდეგ, დატენიანებამდე გამოსაყენებლად. შრატს მნიშვნელოვანი როლი აქვს ღამის რუტინაში, რადგან ზრუნავს ძილში სახის კანის აღდგენასა და დატენიანებაზე.

შხაპის გელი კოლაგენი + ვიტამინი C - აღმდგენი ფორმულა

სხეულის მოვლის რუტინა კანის გასუფთავებას არა მხოლოდ პირდაპირი, არამედ სიმბოლური მნიშვნელობითაც გულისხმობს. ლალინის შხაპის გელი “კოლაგენი და ვიტამინი C” არა თუ ასუფთავებს თქვენს კანს, არამედ ათავისუფლებს დღის სტრესისგან და აახლებს მას. კოლაგენის მკვებავი თვისებებით და C ვიტამინის გამაღიავებელი ეფექტით, შხაპის გელი თქვენი შხაპის რუტინას სასიამოვნო რიტუალად აქცევს. იდეალურია დილის შხაპის დროს დღის მხნე დასაწყისისთვის ან საღამოს, რადგან მისი სასიამოვნო სურნელი მარტივ შხაპს სპას მსგავს გამოცდილებად აქცევს.

წინა პოსტი
შემდეგი პოსტი