სხეულის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისთვის, აუცილებელია მასზე ზრუნვა. სხეულის მოვლის სწორი რუტინა თქვენს სხეულს შესანიშნავ იერსახეს მიანიჭებს. კანი ხდება მუდმივად დატენიანებული, გლუვი და ბზინვარე. ამ ბლოგში გაგაცნობთ სხეულის მოვლის ოთხსაფეხურიან, სრულყოფილ რუტინას შესაბამისი პროდუქტებით.
ნაბიჯი 1: გამოაცოცხლეთ თქვენი კანი - სურნელოვანი ტანის სკრაბი Ocean
პირველი ნაბიჯი სხეულის რუტინაში არის კანის აქერცვლა და მკვდარი უჯრედებისგან გასუფთავება. სკრაბის ინტენსიური გამოყენების გარეშე, მკვდარი უჯრედები გროვდება სხეულის ზედაპირზე და აუხეშებს თქვენს კანს. ლალინის ტანის სურნელოვან სკრაბს Ocean, ახასიათებს ოკეანის გამაგრილებელი სურნელი, რაც ექსფოლიაციას არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ სასიამოვნო პროცედურად აქცევს. რეკომენდებულია სკრაბის გამოყენება დღის ბოლოს, რადგან ის ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას. რუტინაში სკრაბის ჩართვით, თქვენი კანი მომზადებული იქნება რუტინის მომდევნო საფეხურებისთვის, ადვილად შეიწოვს თავის მოვლის პროდუქტებს და მაქსიმალურად გაზრდის მათ ეფექტიანობას.
ნაბიჯი 2: გაისუფთავეთ კანი - ფაფუკი ტანის საპონი Frozen Pear
ექსფოლიაციის შემდეგ, კანი სრულად უნდა გასუფთავდეს. ლალინის ტანის ქაფიანი საპონი Frozen Pear არის შესანიშნავი არჩევანი რუტინის მეორე საფეხურისთვის. ფაფუკი ქაფი და მსხლის სურნელი მის გამოყენებას სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს. ტანის საპონი არა მხოლოდ ასუფთავებს, არამედ ატენიანებს თქვენს კანს, არბილებს და ანიჭებს ელასტიკურობას. დაიტანეთ სხეულზე დილის შხაპის დროს, რათა დაიწყოთ თქვენი დღე საუკეთესო განწყობით ან საღამოს, განტვირთვისა და სტრესისგან გასათავისუფლებლად. ქაფიანი საპნის გამოყენების შედეგად, თქვენი კანი არის გასუფთავებული მტვრისა და ჭუჭყისგან.
ნაბიჯი 3: დაიტენიანეთ სხეული - სურნელოვანი ტანის კრემი Ocean
ჯანსაღი და ელასტიკური კანის საიდუმლო მის დატენიანებაშია. ტანის კრემი სხეულის მოვლის ნებისმიერი რუტინის მთავარი ელემენტია, რათა აღმოიფხვრას კანის სიმშრალე და შეუნარჩუნდეს მას სირბილე. ლალინის Ocean-ის სურნელოვანი ტანის კრემი გამოირჩევა ოკეანის გამაგრილებელი სურნელით, იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის. წაისვით შხაპის შემდგომ, ნოტიო კანზე უხვად, რათა მარტივად აითვისოს კანმა კრემის სასარგებლო თვისებები და კანმა მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნოს ტენიანობა.
ნაბიჯი 4: კანის მაქსიმალური ბზინვარებისთვის - სურნელოვანი ტანის ზეთი Ocean
ტანის ზეთი კანს ანიჭებს დამატებით დამცავ ფენას და ხელს უწყობს ტანის კრემის ეფექტურ მოქმედებას. ის ასევე ანიჭებს თქვენს კანს კაშკაშა ბზინვარებას, ხდის მას ჯანსაღ და ელასტიკურს. დაიტანეთ სხეულის ზეთი ტანის კრემის გამოყენების შემდეგ, განსაკუთრებით შეიზილეთ მშრალ ადგილებში, როგორიცაა, მაგ: იდაყვები, მუხლები და ქუსლები. ლალინის სურნელოვანი ტანის ზეთი Ocean გამოიყენება აგრეთვე მასაჟის დროს რელაქსაციისთვის.