კალათა

კალათა ცარიელია

როგორ უნდა განვაახლოთ თავის მოვლის რუტინა სეზონის ცვლილებების მიხედვით

როგორ უნდა განვაახლოთ თავის მოვლის რუტინა სეზონის ცვლილებების მიხედვით

ზამთრის დადგომასთან ერთად, ჩვენი კანი ყველაზე პირველი ხვდება ამინდის ცვლილებებს: ქარი, სიცივე, ტემპერატურის ხშირი ცვალებადობა და გათბობის სისტემები ერთდროულად იწვევს მის გაღიზიანებას, სიმშრალესა და დაჭიმულობას. სწორედ ამიტომ, სეზონის ცვლილებისას, აუცილებელია სხეულის მოვლის რუტინის განახლება და მეტად გამდიდრება.

ლალინი გთავაზობთ ტანის მოვლის ისეთ პროდუქტებს, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი კანის ბალანსის დაცვასა და მის ღრმა დატენიანებაში.

თუ ზაფხულში მსუბუქ კრემებს იყენებდით, ახლა დროა, სქელ ტექსტურებზე გადახვიდეთ. თანამედროვე კანის მოვლის რუტინაში, სეზონური ცვლილება ერთ-ერთი მთავარი წესია. სიცივეში კანი საჭიროებს უფრო ძლიერ მკვებავ და დამცავ საფარს.

ლალინის მრავალფეროვან კოლექციებში აღმოაჩენ სხეულის დატენიანების სხვადასხვა ვარიანტებს ტექსტურის, სურნელისა და გამოყენების წესის მიხედვით: ტანის კარაქი, დამატენიანებელი კრემი, მკვებავი კრემი, მსუბუქი ტანის კრემი, ტანის ზეთი, სხეულის შრატი, შექმნილია ზუსტად იმისთვის, რომ უზრუნველყოს კანის უფრო ინტენსიური ჰიდრატაცია და ხანგრძლივი დატენიანება.

დაამატეთ რუტინაში შრატი. სეზონის ცვლილებისას კანი ხშირად კარგავს ტენიანობას სიღრმისეულად, ამიტომ შრატი ხდება მოვლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

ლალინის ორფაზიანი შრატი mineral იდეალურია სწორედ ამ პერიოდში, რადგან ამზადებს კანს ღრმა დატენიანებისთვის, აძლიერებს კრემებისა და კარაქების ეფექტს, და თავადაც კარგი დატენიანება აქვს.

დამატენიანებელი ზეთი რეკომენდებულია  განსაკუთრებით მშრალი კანისთვის. ცივ სეზონზე ზეთი შეიძლება გახდეს თქვენი სხეულის მოვლის მთავარი საიდუმლო.
ლალინი გთავაზობთ მრავალფეროვან ზეთებს, რომლებიც შესანიშნავად ისმევა ძალიან მშრალ კანზე, ქმნის დამცავ ფენას, ანიჭებს კანს ბზინვარებას და რბილ, გლუვ ტონს, რაც მთავარია, ძალიან ადვილად შეიწოვება.

სურნელებისა და ტექსტურების მრავალფეროვნება არჩევანს ბევრად გიმარტივებთ, ადვილად იპოვით იმას, რაც თქვენი კანისთვის და განწყობისთვის საუკეთესოა.

სანამ სხეულის უშუალოდ დატენიანებას დაიწყებთ, არ გამოტოვოთ რუტინაში ტანის სკრაბიეს ის მთავარი პროდუქტია, რომელიც კანს დატენიანებისთვის ამზადებს.

სკრაბი კანს აშორებს მკვდარ უჯრედებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამზადებს მას აქტიური ინგრედიენტების მისაღებად, მნიშვნელოვნად ზრდის კრემისა და ზეთის შეწოვის ეფექტურობას.


 სწორი ექსფოლიაცია არის აუცილებელი იმისთვის, რომ დამატენიანებელმა კრემმა რეალური შედეგი გამოიღოს.

წინა პოსტი
შემდეგი პოსტი