კალათა

კალათა ცარიელია

ჰელოუინის შემდეგ აუცილებელი აღდგენისა და დეტოქსის რუტინა

ჰელოუინის შემდეგ აუცილებელი აღდგენისა და დეტოქსის რუტინა

ბრჭყვიალა, საკარნავალო მაკიაჟი, ტონალური კრემის სქელი ფენა, გლითერი, საშიში ეფექტები  და საღამოს გლამურული ვიზუალი. ჰელოუინი წელიწადის ის გამორჩეული დღესასწაულია, როდესაც ექსპერიმენტებს არ ვუშინდებით, რის გამოც, ჩვენი კანი ნამდვილად მძიმე გამოცდას გადის. ფერად პიგმენტებსა და გამძლე მაკიაჟს ხშირად სჭირდება უფრო ღრმა გაწმენდა და აღდგენა, რათა კანმა შეძლოს ისევ დაიბრუნოს ჩვეული იესახე. როგორც კი სახიდან თუ სხეულიდან მოვიშორებთ კოსმეტიკას, ჩვენი კანი მიგვანიშნებს, რომ ყურადღება და ზრუნვა სჭირდება.

საკარნავალო მაკიაჟის შემდეგ, კანი გამომშრალი და გაღიზიანებულია. ზოგჯერ კი სიღრმეში ჩასული პიგმენტები კეტავენ ფორებს. სწორედ ამიტომ, ჰელოუინის შემდეგ აუცილებელია აღდგენის და დეტოქსის რუტინა.

ამისთვის, ლალინი გთავაზობს სახის მოვლის ოთხეტაპიან რუტინას:

პირველი ნაბიჯი არის ღრმა, ნაზი წმენდა სასურველი ტექსტურის სახის გამწმენდით: მაგალითად, ორფაზიანი მაკიაჟის მოსაშორებელი, სახის ნიღაბი მკვდარი ზღვის ტალახით, რომლის ჩამობანის შემდეგ, კანი გასუფთავდება მკვდარი უჯრედებისგან. შემდეგი ნაბიჯი არის სახის ტონერის გამოყენება. ნაზი ტექსტურის ფორმულა აშორებს მაკიაჟის ნარჩენებს და ამზადებს კანს მომდევნო ეტაპისთვის. ხოლო დამატენიანებელი კრემის მაქსიმალური მოქმედებისთვის, აუცილებელია გამამკვრივებელი ბუსტერი PLUMP BOOSTER ან ბზინვარებისთვის GLOW BOOSTER. დატენიანებისთვის, ლალინში შეარჩევ შენს კანზე მორგებულ ტექსტურას, რათა კანს დაუბრუნო ბუნებრივი ბზინვარება და ტენიანობა.

სახის კანის მსგავსად, სხეულის მოვლის რუტინაც იწყება გასუფთავებით. პირველი ნაბიჯი არის ლალინის უნიკალური სკრაბების გამოყენება, რომელიც შეიცავს მკვდარი ზღვის კრისტალებს და, ამავდროულად, აქვს ზეთოვანი სტრუქტურა. ბუნებრივი ფორმულა აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ანახლებს და ატენიანებს სხეულს, რაც სუსხიანი შემოდგომის პარალელურად, მას ჰაერივით ესაჭიროება. სკრაბის გამოყენების შემდეგ სხეული მზად არის გასუფთავდეს უკვე დამარბილებელი, ნაზი გამწმენდი გელით, რომელიც სურნელის მიხედვით შეგიძლია შეარჩიო ლალინის როგორც ვეგანურ (Olive & Babassu, Mineral), ასევე კლასიკურ კოლექციებში: Violet Amber, Frozen Pear, Peony Gardenia, Warm Vanilla და ა.შ.

შხაპის შემდგომ  ღრმა დატენიანებისთვის, შეირჩიე მსუბუქი ტექსტურის ტანის კრემი ან ტანის ზეთი, რომელიც შეიწოვება სწრაფად და სხეულს ანიჭებს ბზინვარე იერსახეს.


ზეთის შემდგომ, უკვე შეგიძლია გაანებივრო საკუთარი თავი სურნელოვანი მისტით. ის შენს სხეულს შემოსავს უნიკალური არომატით და დატოვებს შენს კვალს ნებისმიერ ადგილას.

ასე რომ, გამონახე დრო საკუთარი სახისა და სხეულისთვის ჰელოუინის გადატვირთული დღესასწაულის შემდეგ და მიჰყევი ლალინის თავის მოვლის რუტინას.

2 ნოემბრის ჩათვლით, იშოპინგე ლალინში და ისარგებლე სანებივრო აქსესუარებისა და თავის მოვლის საშუალებების სრულ კოლექციაზე -60%-მდე ფასდაკლებით.

წინა პოსტი