კალათა

კალათა ცარიელია

სახის კანის მოვლის რუტინა ლალინთან ერთად

სახის კანის მოვლის რუტინა ლალინთან ერთად

სახის მოვლის სრულყოფილი რუტინა მხოლოდ თქვენს გარეგნულ სილამაზეს როდი გულისხმობს. ეს საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის გამოხატვა და მის სიჯანსაღეზე ზრუნვაა. ლალინის კანის მოვლის პროდუქტების მრავალფეროვანი ასორტიმენტით, შექმნით თქვენი კანის ტიპზე მორგებულ რუტინას, რომელიც თქვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად და ძალიან სასიამოვნო რიტუალად იქცევა. მოდით უკეთ გაგაცნობთ, თუ როგორ ჩართოთ კანის მოვლის სრულყოფილ რუტინაში ლალინის სახის მოვლის ხაზი, როგორ გამოიყენოთ თითოეული პროდუქტი სწორად და ეფექტიანად.

Hydra Rich დამატენიანებელი კრემი - კანის კვება

კანის მოვლის ნებისმიერი რუტინა მისი გაწმენდით იწყება. იმისთვის, რომ დამატენიანებელი კრემის მკვებავი ფორმულა ეფექტიანად შეიწოვოს კანმა, აუცილებელია კანის სრულყოფილი გასუფთავება და მომზადება რუტინის მომდევნო საფეხურებისთვის. სახის გაწმენდისთვის იდეალური დროა დილა, რათა კანი გათავისუფლდეს მთელი ღამის განმავლობაში წარმოქმნილი ცხიმებისგან და ღამე, რათა მოშორდეს მაკიაჟი და დღის ჭუჭყი. შემდგომი ნაბიჯი არის ლალინის Hydra Rich დამატენიანებელი კრემი, რომელიც უზრუნველყოფს კანის დატენიანებას და სრულყოფილად კვებავს მას მთელი დღის მანძილზე.

სახის დამატენიანებელი ბუსთერი ბზინვარებისთვის

წმენდისა და დატენიანების შემდეგ, აუცილებელია კანის სპეციფიური პრობლემების გათვალისწინება. სწორედ ამ დროს ერთვება ლალინის სახის ბუსთერი ბზინვარებისთვის. კონცენტრირებული ფორმულა შექმნილია სახის კანის ბუნებრივი ბზინვარების გამოსაკვეთად და ამისთვის ღრმად აწვდის სახის კანს აქტიურ ინგრედიენტებს. სახის ბუსთერის გამოყენებისთვის საუკეთესო დროა დილა, კანის დატენიანების შემდეგ, რადგან იგი თქვენს კანს იცავს გარემო სტრესისგან. აგრეთვე, ის გამოიყენება ღამე, ძილის წინ, რადგან მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კანის ბუნებრივი აღდგენის პროცესს, რაც საშუალებას მოგცემთ გაიღვიძოთ კაშკაშა ბზინვარებით.

დამატენიანებელი გელი - კანის მოვლის სრულყოფილი რუტინისთვის

სახის მოვლის სწორი რუტინა აუცილებელია არა მხოლოდ ასაკის მატებასთან ერთად, არამედ, უფრო ადრეულ ეტაპზეც. ლალინის მკვებავი გელი თქვენს კანს ამარაგებს საკვები ნივთიერებით, უნარჩუნებს მას ჯანსაღ იერს და ანიჭებს ელასტიურობას. იდეალურია მკვებავი გელის ჩართვა თქვენს რუტინაში საღამოს, სახის ბუსთერის გამოყენების შემდეგ, რადგან გელი მთელი ღამის მანძილზე ჩართულია კანის ბუნებრივი რეგენერაციის ციკლში. მათთვის კი, ვისაც მშრალი კანი აქვს ან მკაცრ კლიმატურ პირობებში უწევს ყოფნა, გელის გამოყენება უმჯობესია დილით, დამცავი კრემის ქვეშ, რადგან კანს შეუქმნათ დამატებითი დამცავი ბარიერი.

ღამის მკვებავი კრემი კანის გაახალგაზრდავებისთვის

რუტინის დასასრულს, ლალინის ღამის კრემი იდეალური არჩევანია თქვენი კანის აღდგენის პროცესისთვის. მკვებავი ინგრედიენტებით მდიდარი ფორმულა გამოიყენება კანის გაწმენდის, შრატისა და ბუსთერის შემდეგ. ღამის მკვებავი კრემის მეშვეობით, დილით იღვიძებთ განახლებული და დატენიანებული კანით.  

ეს არის ის სრულყოფილი რუტინა, რომელსაც ლალინი ქალბატონებს სთავაზობს.

წინა პოსტი
შემდეგი პოსტი