Lemon Green Tea ხელის კრემი: გამაგრილებელი კომბინაცია ყოველდღიური მოვლისთვის.
ხელის მოვლა მხოლოდ სიმშრალისგან თავის დაღწევას არ გულისხმობს. ეს არის რიტუალი, რომელიც ყოველდღიურად განიჭებთ სასიამოვნო შეგრძნებას. ლალინის ლიმონისა და მწვანე ჩაის ხელის კრემი მხოლოდ დამატენიანებელი როდია. მისი არომატული სურნელი გმატებთ ენერგიას დამღლელი დღის პარალელურად, მკვებავი თვისებები კი - ანიჭებს თქვენს ხელებს სირბილესა და ელასტიურობას.
Olive & Babassu-ს ხელის კრემი: ღრმა კვება ბუნების მოყვარულთათვის.
ვისაც გარეთ ხეტიალი და თავგადასავლები იზიდავს, ლალინის Olive & Babassu-ს ხელის კრემი მათთვისაა. ვინც მეტ დროს ბუნებაში ან გარე სივრცეში ატარებს და ხშირად იბანს ხელებს, უფრო ღრმა დატენიანება და კვება ესაჭიროება. ზეთისხილისა და ბაბასუს მდიდარი ტექსტურა იდეალურია ბაღში მუშაობის, ლაშქრობის ან ველოსიპედით ხეტიალის შემდეგ. ზეითუნისა და ბაბასუს ზეთების ნაზავი ღრმად ატენიანებს, აღადგენს გარემო ფაქტორებით გამოწვეულ ზიანს, უნარჩუნებს ხელებს ტენიანობას და ზრუნავს მის გაახალგაზრდავებაზე.
ხელის კრემი Ocean: დამამშვიდებელი საშუალება სტრესული დღეებისთვის.
ცხოვრება ზოგჯერ იმდენად სტრესულია, ერთადერთი, რასაც ნატრობ, სიმშვიდეა. ლალინის Ocean-ის ხელის კრემი მოგაგონებთ სანაპიროზე მშვიდ გასეირნებას. ხელების რეგულარული მოვლის გარდა, მას სტრესის შემცირებისა და განტვირთვისთვის აუცილებელი თვისებები აქვს. გრძელი და დამღლეი დღის შემდეგ, ოკეანის ნიავივით მსუბუქი სურნელი იდეალურია რელაქსისთვის. კრემის დამატენიანებელი ინგრედიენტები თქვენი ხელებს მიანიჭებს გლუვ იერსა და სირბილეს.
Vanilla Pink Pepper-ის ხელის კრემი: ეგზოტიკა განსაკუთრებული შემთხვევებისთვის.
და ბოლოს, ლალინის Vanilla Pink Pepper-ის ხელის კრემი განკუთვნილია იმ დღეებისთვის, როდესაც რაიმე განსაკუთრებულისთვის ემზადებით. იქნება ეს რომანტიული საღამო თუ სადღესასწაულო შეკრება, ეს კრემი ეგზოტიკურ ელფერს მატებს თქვენი ხელების მოვლის რუტინას. ვანილისა და ვარდისფერი წიწაკის უნიკალური კომბინაცია ფუფუნებისა და სიამოვნების განსახიერებაა, რომელიც თქვენც ხელებს ანიჭებს არა მხოლოდ ხავერდოვან სირბილეს, არამედ ავსებს მომხიბვლელი არომატით და იდეალურად ერწყმის განსაკუთრებულ შემთხვევებს.