კალათა

კალათა ცარიელია

იზრუნე სხეულისა და სახის კანზე ზამთრის სეზონზე ლალინთან ერთად

იზრუნე სხეულისა და სახის კანზე ზამთრის სეზონზე ლალინთან ერთად

სუსხიანი ზამთრის დადგომასთან ერთად, ჩვენი კანი დიდი გამოწვევების წინაშე დგება. სიცივეს თან ახლავს კანის გამოშრობა და გაუხეშება. სწორედ ამიტომ, რომ მზად დავხვდეთ ზამთრის მკაცრ კლიმატს, ლალინმა შექმნა დამატენიანებელი პროდუქტების მთელი სერია. მასში წარმოდგენილია სახის ნიღბები, ხელის კრემები და კიდევ უამრავი სასარგებლო პროდუქტი. თითოეული მათგანი შექმნილია ზამთრისგან გამომშრალი კანის ტენიანობისა და სიცოცხლისუნარიანობის აღსადგენად

სახის ნიღბებით დატენიანება

ცივ ამინდში სახის კანი კარგავს ბუნებრივ ტენიანობას, რაც იწვევს სიმშრალესა და დისკომფორტს. ამის თავიდან ასაცილებლად შესანიშნავი საშუალებაა ლალინის დამატენიანებელი სახის ნიღბები, რომლებიც გაჯერებულია მკვებავი ინგრედიენტებით, ღრმად აღწევს კანში, აღადგენს ჰიდრატაციის დონესა და ანიჭებს მას ჯანსაღ ბზინვარებას.

სახის მოვლის საშუალებები ხანგრძლივი დატენიანებისთვის

ზამთარში კანის მოვლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორად შერჩეული დამატენიანებელი საშუალებაა. ლალინი წარმოგვიდგენს მკვებავ და დამატენიანებელ კრემებს სხვადასხვა კანის ტიპის მიხედვით. თითოეული მათგანი უზრუნველყოფს არა მხოლოდ ხანგრძლივ ჰიდრატაციას, არამედ ქმნის დამცავ ბარიერს სიცივეში, არბილებს თქვენს კანს და ანიჭებს ელასტიურობას. მსუბუქ, სქელ და ფაფუკ ტექსტურებს შორის აუცილებლად აღმოაჩენ შენი კანისთვის შესაფერისს.

გამომშრალი კანის დატენიანება ცივ ამინდში

არა მხოლოდ თქვენი სახის კანი, მთლიანი სხეული საჭიროებს მოვლას და ინტენსიურ დატენიანებას. ლალინის სხეულის მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტი, როგორიცაა ტანის კარაქი, ლოსიონი, ტანის ზეთი ან სხეულის სკრაბი, საგანგებოდაა შექმნილი სიცივისგან გამომშრალი კანის გასაცოცხლებლად. თითოეული მათგანი მყისიერად შეიწოვება თქვენს კანში, უზრუნველყოფს დატენიანებას და ანიჭებს მას აბრეშუმის სირბილეს. კოლექციები, როგორებიცაა შია და კუკუი, იისფერი ქარვა, ვანილის ვარდისფერი წიწაკა თქვენს ყოველდღიურ რუტინას მიანიჭებს ფუფუნების ელფერს ზამთრის სუსხიან დღეებში, გაამრავალფეროვნებს თქვენს ყოველდღიურ რუტინას და დასამახსოვრებელ მომენტებად აქცევს.

ნაზი ამქერცლავი სკრაბი თქვენი კანის ბზინვარებისთვის:

ზამთრის სიცივით გამომშრალი კანისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია სკრაბის გამოყენება. ლალინის სკრაბები, შექმნილი მკვდარი ზღვის მარილის კრისტალებით, ნაზად აშორებს აქერცლილი კანის უჯრედებს, წმენდს მას და ანიჭებს ბზინვარებას. სკრაბები დამზადებულია ბუნებრივი ამქერცლავებით და გამდიდრებულია დამატენიანებელი ზეთებით. ლალინის ისეთი სკრაბების ყიდვა და რეგულარული გამოყენება, როგორიცაა გაყინული მსხალი ან შია და კუკუი, უზრუნველყოფს თქვენი კანის სიგლუვეს და ხავერდოვნებას მთელი ზამთრის განმავლობაში.

სხეულისა და სახის მოვლის რუტინა ცივ ზამთარში ლალინთან ერთად.

იზრუნე კანზე ზამთრის სეზონზე ლალინის მრავალფეროვანი კოლექციებით და აღმოაჩინე შენი კანისთვის საუკეთესო როგორც სახის, ასევე სხეულის მოვლის ხაზიდან, რათა თქვენს კანს შეუნარჩუნოთ ჯანსაღი და კაშკაშა იერი მთელი სეზონის განმავლობაში.

წინა პოსტი
შემდეგი პოსტი