ხელის კრემი Ocean: დამატენიანებელი ტალღა ყოველდღიური გამოყენებისთვის
როდესაც ვსაუბრობთ ხელის მოვლაზე, გასათვალისწინებელია მისი დაბანისა და დატენიანების დელიკატური ბალანსი. როგორც ამერიკის დერმატოლოგიის აკადემია ადასტურებს, ხელების ხშირი დაბანა, იმის მიუხედავად, რომ ეს აუცილებელია, კანს აცლის ბუნებრივ ტენიანობას, შედეგად, ჩვენი ხელები გამომშრალია. ამ დროს კი, ჩვენი მხსნელი არის ლალინის ხელის კრემი Ocean. სამუშაო მაგიდასთან ყოფნის პირველივე დღეს ან ხელების საგულდაგულოდ დაბანის შემდეგ, გრძნობთ ხელების დაჭიმულობასა და სიმშრალეს. მიუხედავად მსუბუქი ტექსტურისა, Ocean ხელის კრემი ღრმად ატენიანებს კანს, რაც მას შესანიშნავს ხდის ყოველდღიური გამოყენებისთვის. ოკეანის სურნელებით გაჟღენთილი კრემი არა მხოლოდ ზრუნავს თქვენს კანზე, არამედ ამაღლებს თქვენს გუნება - განწყობას.
ხელის კრემი Vanilla Pink Pepper: ეგზოტიკური შეხება განსაკუთრებული შემთხვევებისთვის.
ახლა, უკეთ გაგაცნობთ Vanilla Pink Pepper ხელის კრემს. ის ძალიან აკრგად ესადაგება განსაკუთრებული შემთხვევებს, ვახშამს, რომანტიულ საღამოს ან სადღესასწაულო ღონისძიებებს. ასეთ დროს, თქვენი ჩაცმულობა, სტილი და განწყობა განსხვავებული და ამაღლებულია, ერთადერთი რაც სრულად დაგამშვენებთ, ეს ეგზოტიკური ხელის კრემია. ვანილისა და წიწაკის უნიკალური ტანდემი უნიკალურ ელფერს მატებს თქვენს კანს და ტოვებს სურნელს, რომელიც აუცილებლად მიიქცევს საზოგადოების ყურადღებას. მისი მდიდარი ტექსტურა არა მხოლოდ ატენიანებს, არამედ თავს განსაკუთრებულად გაგრძნობინებთ.
ხელის კრემი shea & Kukui: განსაკუთრებული მოვლა მკაცრ ზამთარში.
სიცივის დადგომასთან ერთად, ჩნდება კანის დამატებითი მოვლის საჭიროება. ლალინის Shea & Kukui-ის ხელის კრემის სპეციალური ფორმულა არის საუკეთესო საშუალება თქვენი ხელებისთვის მკაცრი ზამთრის პირობებში. შის კარაქისა და კუკუის ზეთის კომბინაცია უზრუნველყოფს კანის ღრმა კვებას, სირბილესა და ხანგრძლივ ტენიანობას.
ხელის კრემი Dead Sea: ღამის რიტუალის განუყოფელი ნაწილი.
დღის დასასრულს, დგება დრო, როდესაც ყველა ჩვენგანი თავის მოვლის რუტინისთვის იწყებს მზადებას. თქვენს ხელებზე ზრუნვისთვის არჩევანი Dead Sea ხელის კრემზე უნდა შეაჩეროთ. ღამით, როდესაც გარემო ფაქტორების გათვალისწინებით თქვენი ხელები ძალიან მშრალი და დაუძლურებულია, გულუხვად დაიტანეთ მკვდარი ზღვის აღმდგენი თვისებებით შთაგონებული ხელის კრემი. მისი მინერალებით მდიდარი ფორმულა სასწაულებს ახდენს მთელი ღამის მანძილზე, დილით კი თქვენი ხელები უფრო ახალგაზრდული, რბილი და ელასტიურია.