კალათა

კალათა ცარიელია

სახის მოვლის რუტინა დილისთვის და ღამისთვის: მთავარი განსხვავებები

სახის მოვლის რუტინა დილისთვის და ღამისთვის: მთავარი განსხვავებები

სწორად დაგეგმილი სახის მოვლის რუტინა მხოლოდ პროდუქტების შერჩევას არ გულისხმობს. მნიშვნელოვანია, თუ როდის გეგმავთ ამ პროდუქტების გამოყენებას. სახის მოვლის რუტინის ეტაპები დილასა და საღამოს სხვადასხვა დანიშნულების და მნიშვნელობისაა. დილით სახის მოვლის რუტინა ემსახურება მიზანს, რომ დაიცვას კანი მთელი დღის განმავლობაში, ხოლო საღამოს ვზრუნავთ კანის აღდგენაზე. თბილისში, სადაც ცივი ზამთარი, მზიანი ზაფხული, ქარიანი შემოდგომა და მტვრიანი გარემო ერთმანეთს ანაცვლებს, სწორად შერჩეული რუტინა ნამდვილად გამოიღებს დადებით შედეგს თქვენს კანზე.

დილის რუტინა: დატენიანება და დაცვა


დაიწყეთ დღე სახის გასუფთავებით. ამისთვის დაგჭირდებათ სახის გამწმენდი საშუალება დაბანის შემდგომ.

ტონირება და კანის მომზადება.
გამოიყენეთ დამატენიანებელი სახის ტონერი ან კანის გამწმენდი, რომელსაც მწვანე ჩაისა და გვირილის ბუნებრივი ინგრედიენტების შემცველობა აქვს. სპეციალურად შექმნილი ფორმულა ამშვიდებს და იცავს კანს.

ბზინვარება და დაცვა.
სახის კანის მოვლის რუტინა გრძელდება უნიკალური შრატით - კოლაგენი + ვიტამინი C, რომელიც ანტიოქსიდანტებით და ვიტამინი C-თი ამდიდრებს კანს და იცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. ასევე ამცირებს პიგმენტაციას და აუმჯობესებს კანის საერთო ტონს.

სახის დამატენიანებლები და SPF
დღის განმავლობაში გამოიყენეთ დამატენიანებელი, მსუბუქი ტექსტურის მქონე სახის კრემი, რომელიც მზისგან დამცავი ეფექტით გამოირჩევა. გასათვალისწინებელია, რომ SPF-ის შემცველი სახის კრემები თბილისსა თუ ნებისმიერ სხვა ქალაქში, ზამთარშიც კი აუცილებელია.

დამატებითი ზრუნვა (სურვილისამებრ)
თუ გსურთ საკუთარი თავის განებივრება და სახის კანის უფრო ინტენსიური მოვლა, გამოიყენეთ გამამკვრივებელი შრატი. სახის კანის ბუსტერი შეიცავს ჰიალურონის მჟავასა და ვიტამინ E-ს კანის გასამკვრივებლად.

საღამოს რუტინა: გაწმენდა და აღდგენა

კანი საღამოს აუცილებლად უნდა გაიწმინდოს დღის განმავლობაში დატანილი მაკიაჟისგან და გასუფთავდეს გარემოს მავნე ფაქტორებისგან.

ღრმა წმენდა
სახის კანის საღამოს რუტინა დაიწყეთ ორმაგი მოქმედების სახის გამწმენდის გამოყენებით. შემდეგი ეტაპი იქნება სახის ნიღაბი, რომელიც ნაზად აშორებს მაკიაჟს, SPF დამცავ მექანიზმსა და მთელი დღის განმავლობაში კანზე ჩამჯდარ ჭუჭყს. აგრეთვე, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. სახის ნიღაბი გამოიყენება ძილის წინ.

ამის შემდეგ, დაიტანეთ სახეზე უნიკალური შრატი C და B ვიტამინებით, რომელსაც აქვს ღამის მოქმედება, კვებავს და ანიჭებს კანს მბზინავ, ცოცხალ იერსახეს.

ღრმა დატენიანება
ღამის რუტინის ბოლო ეტაპია ღამის მკვებავი კრემი, რომლის ფორმულაც აერთიანებს ლოტოსის ყვავილს, ვიტამინ E-სა და ჰიალურონის მჟავას, ღრმა აღმდგენი ეფექტისთვის.

და სულ ბოლოს, არ დაივიწყოთ თვალების დატენიანება, რადგან მათ გარშემო კანი არის ყველაზე ნაზი და ფაქიზი. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია გამოიყენოთ თვალის კრემი, რომელიც შეიცავს კოფეინსა და C ვიტამინს, რომლებიც ამცირებენ სიშავესა და შეშუპებას. მენთოლის ექსტრაქტი კი აგრილებს თქვენს კანს თვალების გარშემო.

რჩევები ნებისმიერი ტიპის კანისთვის:

  • პროდუქტის ტექსტურა მოარგეთ კანის ტიპს:
    თუ გაქვს ცხიმიანობისკენ მიდრეკილი კანი, იდეალურია გელის სტრუქტურა.
    მშრალ კანზე კი გამოიყენება უფრო მეტად სქელი ტექსტურის სახის კრემი.

  • გამოიყენეთ SPF ყოველდღიურად, მიუხედავად კანის ტიპისა და სტრუქტურისა. ეს არის სახის მოვლის რუტინის უმთავრესი წესი და არა რეკომენდაცია.

  • იყავით თანმიმდევრული. მიჰყევით კანის მოვლის რუტინას ზედმიწევნით, რადგან ჯანსაღ კანს განსაზღვრავს სწორი მიდგომა და მოვლა და არა პროდუქტების რაოდენობა.

  • ბევრი წყალი (ჰიდრატაცია) საკმარისი ძილი და მოთმინება. კანს და განსაკუთრებით სახის კანს სჭირდება დრო, რათა შეამჩნიოთ უკეთესობა.

მზად ხართ განაახლოთ თქვენი სახის მოვლის რუტინა?

დაათვალიერეთ ლალინის სახის მოვლის პროდუქტებ და შექმენით თქვენი კანის შესაფერისი რუტინა, იზრუნეთ მასზე ყოველდღიურად, როგორც დილით, ასევე ღამე. 

წინა პოსტი
შემდეგი პოსტი