კალათა

კალათა ცარიელია

სახისა და სხეულის მოვლის რუტინა მინერალებით - ლალინისგან

სახისა და სხეულის მოვლის რუტინა მინერალებით - ლალინისგან

მინერალები და ბუნებრივი შემადგენლობის თავის მოვლის საშუალებები საუკუნეების მანძილზე არ კარგავენ აქტუალობას, უფრო მეტიც, თანამედროვე კოსმეტოლოგიაში მათი როლი სულ უფრო იზრდება. კანი ყოველდღიურად ისტრესება, განიცდის გარემოს მავნე ზემოქმედებასა და დატვირთვას, ამიტომ, საჭიროა მუდმივი ზრუნვა მასზე.

ლალინის ახალი, ინოვაციური ხაზი “Mineral.” შექმნილია AquaBlend კომპლექსით, რომელიც აერთიანებს ზღვის ოქროსფერ წყალმცენარეს, დუნალიელა სალინას წყალმცენარესა და მკვდარი ზღვის წყალს. კოლექციაში თავის მოვლის პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანია, მათ შორის: ტანის კრემი და ლოსიონი, სახის ზეთი, ნიღბები და პილინგი, ხელის კრემი, შხაპის გელი და სხვა.

ტანის კრემი და ლოსიონი

ზღვის მინერალებით მდიდარი და ინტენსიურად მკვებავი ტანის კრემი უზრუნველყოფს მშრალი და ძალიან მშრალი კანის ხანგრძლივ დატენიანებას.
ტანის ლოსიონი არბილებს კანს და ანიჭებს გლუვ იერსახეს პირველივე გამოყენებისთანავე.

შხაპის გელი და პილინგი

ზღვის უნიკალური კომპონენტების გარდა, შხაპის გელი შეიცავს ჟოჟობას ზეთსა და ალოე ვერას, რომლებიც ატენიანებს, არბილებს და ამშვიდებს კანს.
ამქერცლავი საპონი (პილინგი) კანს ნაზად აშორებს მკვდარ უჯრედებსა და ჭუჭყს და ანიჭებს მას ბრწყინვალე, გლუვ იერსახეს.

სახის ზეთი

სახის ზეთი გამდიდრებულია ინოვაციური, სპეციალურად დაბერების საწინააღმდეგოდ შექმნილი anti-age ინგრედიენტით - Juvinity-თა და მცენარეული ზეთების ნარევით: ზეთისხილი, ტკბილი ნუში და ჟოჟობას თესლის ზეთი, რომლებიც კვებავენ, იცავენ და ანიჭებენ კანს ბუნებრივ ბზინვარებას. იდეალურია სახის მასაჟისა და სპა პროცედურებისთვის.

ტანის შრატი

კოლექციაში აღმოაჩენთ ისეთ ინოვაციურ პროდუქტს, როგორიცაა ტანის შრატი. გამოირჩევა ორფაზიანი ტექსტურით. შეიცავს ჰიალურონის მჟავას, ვიტამინებით მდიდარ არგანისა და ჟოჟობას ზეთებს, და დამამშვიდებელ ალოე ვერას, რაც ანიჭებს სხეულს ნაზ, დატენიანებულ და ბუნებრივად ბზინვარე იერს.

ხელის კრემი

ხელის კრემი “Mineral.” ზღვის კომპონენტების უნიკალური კომპლექსის გარდა, გამდიდრებულია ასევე შიის კარაქით, ქოქოსისა და ავოკადოს ზეთებით, რაც უზრუნველყოფს კანის ელასტიურობას და ხავერდოვან სირბილეს. იდეალური არჩევანია ხელის ყოველდღიური მოვლისთვის.

ტალახის ნიღაბი

ტალახის ნიღაბი არის ლალინის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი. ნიღაბი გამდიდრებულია მკვდარი ზღვის ტალახით, რომელიც ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედებისგან გასუფთავებას. ყურძნის წიპწის, ჟოჟობას ზეთებისა და შიის კარაქის ნაზავით კი უზრუნველყოფს კანის დატენიანებას, გასუფთავებასა და კაშკაშა იერსახეს.

მინერალებით გაჯერებული ფორმულა უზრუნველყოფს სხეულისა და სახის ღრმა დატენიანებას, აღადგენს ბალანსს, ამცირებს ანთებით პროცესებს და ანიჭებს კანს ბუნებრივ ბზინვარებას. სწორედ ამიტომ, ის რუტინას აქცევენ არა მხოლოდ მოვლის, არამედ ჯანმრთელობისა და სილამაზის სრულფასოვან რიტუალად.

წინა პოსტი